კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მანანა მანჯგალაძე - პრეზიდენტმა კახეთში მიწის ნაკვეთი დანაზოგით შეიძინა

15 სექტემბერი, 2011

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა კახეთში მიწის ნაკვეთი პირადი დანაზოგით შეიძინა, - ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა, მანანა მანჯგალაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მისი თქმით, ნახევარ ჰექტარზე გაშენებული ვენახის ფასი 33,000 ლარია, სახლის მშენებლობა  45,000 ლარი დაჯდა. შენობის ფართობი 60 კვადრატულ მეტრს შეადგენს. მანჯგალაძის თქმით, პრეზიდენტმა საკუთარი ღვინის წარმოებისთვის საფერავის ჯიშის ვაზი შეარჩია, მარანი სახლის სარდაფში განთავსდება. პრესსპიკერის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა მიწის ნაკვეთი დაახლოებით 3 თვის წინ შეიძინა.

პრეზიდენტის სახლისა და ვენახის შესახებ გუშინ გახდა ცნობილი. ქვეყნის პირველმა პირმა საკუთარ ვენახში საუკეთესო ქულების მქონე პირველკურსელები 12 სექტემბერს მიიღო.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები