კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტი ცემეს

15 სექტემბერი, 2011

თურქული კომპანია „უმუთ ინშაათის“ წარმომადგენლებმა, რომლებიც სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგის“ დაკვეთით გურჯაანის საავადმყოფოს აშენებენ, კახეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი ცემეს და აქციის გადაღების უფლება არ მისცეს. ინციდენტის დროს ვიდეოკამერა დაზიანდა.

ჟურნალისტი მშენებარე საავადმყოფოს ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის გასაშუქებლად იყო მისული. ხელფასების გაცემის მოთხოვნით საავადმყოფოს მშენებლობაზე დასაქმებული 40-მდე მუშა გაიფიცა. როგორც მუშებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს აცნობეს, 5 თვეა ხეფასი არ მიუღიათ.

ჟურნალისტის ცემის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. პროკურატურის ცნობით, გამოძიება სხეულის დაზიანების მუხლით დაიწყო.

როგორც პროკურატურაში განმარტეს, იმ შემთხვევაში, თუ ცემის შედეგად ჟურნალისტს სხეულის დაზიანება არ მიუღია, საქმე გადაკვალიფიცირდება იმ მუხლით, რაც გამოიკვეთება.

კახეთის საინფორმაციო ცენტრს მიაჩნია, რომ საქმე სსკ-ის 154-ე მუხლით უნდა აღძრულიყო, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას ითვალისწინებს. დანაშაულის ამსახველი ვიდეომასალა კახეთის საინფორმაციო ცენტრმა ინციდენტის დღესვე გაავრცელა.

ბოლო პერიოდში რეგიონში თავისუფალ ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტები გახშირდა. მათ შორის ის საჯარო მოხელეები, რომლებმაც ჟურნალისტებზე ზეწოლა განახორციელეს, პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელი შეუშალეს, დღემდე თანამდებობებზე მუშაობენ და მათ ხელმძღვანელებისგან საყვედურიც კი არ მიუღიათ. ამასთან, ზეწოლის არცერთი ფაქტი გამოძიებული არ არის.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის თანამშრომლები, ჟურნალისტთა უფლებების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით, უახლოეს დღეებში, კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციას გამართავენ.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები