კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უწყლოდ დარჩენილი მოსახლეობა ძველ მილებს არ თმობს

15 სექტემბერი, 2011

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა თხილნარის მოსახლეობა და თემის ხელმძღვანელობა ერთმანეთს უფუნქციო წყლის მილების გამო დაუპირისპირდნენ.

გასულ წელს ამ მილებში წყალი შეწყდა. რამდენიმე დღეა, ხელისუფლების მითითებით, მილები მიწიდან ამოიღეს და სოფლიდან გატანა დაიწყეს. ადგილობრივები კი ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და მუშებს მილების წაღების უფლებას არ აძლევენ. ისინი წყლის ძველი მილების დათმობას მანამ არ აპირებენ, ვიდრე ხელისუფლება სოფელს ახალი მილებით არ მოამარაგებს.

„მოსახლეობას გვეგონა, რომ აკეთებდნენ ახალ მილებს, რათა წყალი მიგვეღო. ამათ კი დაჭრეს და მიაქვთ. ჩვენ დავატოვებინეთ! მუშებს ძალით წაღება უნდოდათ. მანქანაზე დატვირთული ძირს გადმოვატვირთვინეთ. თუმცა, დაგვემუქრნენ - მაინც წავიღებთო“, - გვითხრა სოფლის ერთ-ერთმა მცხოვრებმა.
 
ზედა თხილნარის თემის რწმუნებული აცხადებს, რომ წყლის მთავარი მაგისტრალის მშენებლობა უკვე დაწყებულია და უსარგებლოდ დარჩენილი რკინის მილები სასაფლაოს შემოღობვას მოხმარდება.

„მოსახლეობა ცდება, თუ ჰგონია, რომ ამ მილების დატაცება ხდება და სადმე გვერდზე გადის. ყველა ეს მილი სოფლის საერთო სასაფლაოს მოხმარდება. სოფლის მხარდაჭერის პროგრამით ზემო თხილნარში ახალი მილები უნდა გაკეთდეს. წყალს სახლში ყველა მიიყვანს“.

ამ ეტაპზე მოსახლეობა წყალს წყაროდან ეზიდება. დაჭრილ მილებს კი ღამითაც დარაჯობენ.

მაკა მალაყმაძე, აჭარა

ახალი ამბები