კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

WikiLeaks - აშშ-მ საქართველოს მკაფიო სიგნალი გაუგზავნა

19 სექტემბერი, 2011

აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე თინა ქეიდენაუ უძღვებოდა, საქართველოს ხელისუფლებას მკაფიო სიგნალი გაუგზავნეს , რომ მან უნდა განაგრძოს დემოკრატიული განვითარება, რომელიც უზრუნველყოფს პლურალისტური, თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნას - ნათქვამია საქართველოში აშშ-ის ელჩის ჯონ ბასის 2009 წლის 12 ივლისით დათარიღებულ გზავნილში, რომელსაც WikiLeaks ავრცელებს.

წერილის თანახმად, შეხვედრაზე გამოითქვა აზრი, რომ პლურალისტური, თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნა ხანგრძლივი სტაბილურობისა და უსაფრთხოების გარანტი იქნება. დადებითად შეფასდა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღება ქართულ სასამართლო სისტემაში, რაც საბჭოთა კავშირის დროს არ არსებობდა.

„პოზნერმა მწუხარება გამოთქვა, რომ შსს აქვს ზოგადად, პოლიციის, სამხედრო და დაზვერვის ფუნქციები. მისი თქმით, ეს მოდელი ხშირად არაოზომიერებას იწვევს. პოზნერმა ხაზი გაუსვა პოლიციის მხრიდან ძალადობაზე პასუხისმგებლობის არარსებობა/ნაკლებობას 2007 წლის ნოემბერის მოვლენების შემდეგ. უტიაშვილმა თქვა, რომ შსს-ში არ არის იდეალური სიტუაცია. ბოკერიამ აღიარა შეცდომები 2007 წლის 7 ნოემბრისა და სხვა ინციდენტებთან დაკავშირებით და იმ ზომებზე ილაპარაკა, რომელიც მოიცავს პოლიციის მეტ ტრენინგებს. პოზნერმა შეშფოთება გამოთქვა სასამართლოს დამოუკიდებლობის შესახებ. მისი თქმით, არსებობს მოსაზრება, რომ მთავრობასთან დაახლოებულებს ოპოზიციისგან განსხვავებულად ექცევიან. მხარეებმა განიხილეს გამჭვირვალობის გაზრდის აუცილებლობა მოსამართლეების შერჩევაში და დისციპლინაში“, - ნათქვამია ჯონ ბასის წერილში.

გზავნილის თანახმად, შეხვედრაზე საქართველოს დელეგაციამ გიგა ბოკერიას ხელმძღვანელობით საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე ისაუბრა.

„დადებითად შეფასდა პრეზიდენტ სააკაშვილის ინიციატივა მერის პირდაპირი წესით არჩევის შესახებ. პოზნერმა აღნიშნა, რომ ამან დიდი საერთაშორისო და შიდა მოლოდინი შექმნა და აუცილებელია, არჩევნები საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამებოდეს. მან ადმინისტრაციული რესურსების შეზღუდვის აუცილებლობაზეც ისაუბრა. გამოითქვა მოსაზრება, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ეთერი სხვადასხვა მოსაზრებების მქონე ადამიანებს დაუთმოს და მაისის არჩევნები დაბალანსებულად გაშუქდეს“, - ნათქვამია წერილში.

გზავნილის თანახმად, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელმა აკაკი მინაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს განუცხადა, რომ სხვადასხვა მოსაზრებების გაშუქებას დაეთმობა საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის ეთერი და ასევე, ოპოზიციას შეეძლება ამომრჩეველთან შეხვედრები გამართოს სხვადასხვა საზოგადოებრივ შენობებში.

„მათვე მიეცემათ საშუალება, რომ საარჩევნო სიები გადაამოწმონ. სიები იქნება გამჭვირვალე და საჯარო“, - აღნიშნულია ჯონ ბასის 2009 წლის წერილში.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები