კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თინათინ ხიდაშელი ხელისუფლებას მოუწოდებს, რუსეთის წინააღმდეგ სარჩელის შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროოს

21 სექტემბერი, 2011

თინათინ ხიდაშელი ხელისუფლებას მოუწოდებს, სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სარჩელის წარმოების შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროოს. როგორც თბილისის საკრებულოს „რესპუბლიკელმა“ წევრმა 20 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქართველოს მოქალაქეები საქმის ირგვლივ პროგნოზის გაკეთების შესაძლებლობას მოკლებულნი არიან.

„სრულიად გაუგებარია საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება საერთაშორისო სასამართლოებში სამართალწარმოების შესახებ ინფორმაციის გასაიდუმლოების შესახებ. კანონმდებლობაში ამგვარი ცვლილებების შეტანა სრულიად გაუგებარი და დაუსაბუთებელია. მივიღეთ პარადოქსული ვითარება – საქმის მასალები სასამართლოში წარდგენის შემდეგ ცნობილი ხდება მეორე მხარისთვის, თუმცა, ხელმიუწვდომელია საქართველოს მოსახლეობისთვის. სახელმწიფომ დაინტერესებული მოსახლეობა ინფორმაციულ ვაკუუმში დატოვა“, - განაცხადა ხიდაშელმა.

მისივე თქმით, ამგვარი გადაწყვეტილებით სახელმწიფოს მოესპო საშუალებაც, მიიღოს რჩევა კვალიფიციური პირისგან ან ყველა იმ ადამიანისგან, ვისაც შეიძლება საჭირო და ღირებული ინფორმაცოა ჰქონდეს.

„რესპუბლიკელები“ წარმატებას უსურვებენ საქართველოს წარმომადგენლებს და იმედოვნებენ, რომ ჰააგის სასამართლოსგან განსხვავებით, ქართული მხარე სტრასბურგის სასამართლოში სამართალწარმოებისთვის უკეთ მომზადებული და არგუმენტირებული წარდგება.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ხვალ რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სარჩელის საჯარო მოსმენა გაიმართება. საქართველო რუსეთს აგრესიის პერიოდში და სუვერენული ტერიტორიის ოკუპაციის შემდეგ, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლების შესახებ ევროპული კონვენციის დებულებების უხეშ დარღვევაში ადანაშაულებს.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები