კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შემოსავლების სამსახურმა "მედიაპალიტრის" საგადასახადო შემოწმება განუსაზღვრელი ვადით გაყინა

21 სექტემბერი, 2011

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა 19 სექტემბრის ბრძანებით, „მედიაპალიტრის“ გასვლითი საგადასახადო შემოწმება შეაჩერა.

საგადასახადო კოდექსის 264-ე მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, „თუ დაწყებული საგადასახადო შემოწმების გაგრძელება ვერ ხერხდება დაუძლეველი ძალის ან სხვა გარემოების გამო, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი იღებს გადაწყვეტილებას საგადასახადო შემოწმების შეჩერების შესახებ“.

შემოწმების შეჩერება შეიძლება განუსაზღვრელი ვადით გაგრძელდეს. კანონის მიხედვით, საგადასახადო სამსახური უფლებამოსილია, შემოწმება ნებისმიერ დროს განაახლოს.

ბრძანებაში, რომელიც მედიასახლ „პალიტრაში“ 20 სექტემბერს მიიღეს, არ არის განმარტებული, რა გახდა სამი თვის განმავლობაში მიმდინარე საგადასახადო შემოწმების შეჩერების მიზეზი.

„მედიაპალიტრის“ ექვს სხვადასხვა ორგანიზაციაში შემოსავლების სამსახურის პრევენციის დეპარტამენტი 2011 წლის 7 ივნისს შევიდა. პირველ ეტაპზე, ოთხ ორგანიზაციაში ინვენტარიზაცია მიმდინარეობდა, რომლის დროსაც დაილუქა რამდენიმე საწყობი. ინვენტარიზაციის შედეგები 28 ივლისს გახდა ცნობილი - შემოწმებულ ორგანიზაციებში მხოლოდ მცირე ცდომილებები დაფიქსირდა.

29 ივნისს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა ფინანსური დოკუმენტაციის შემოწმება დაიწყო „მედიაპალიტრის“ ექვს ორგანიზაციაში - შპს „ჯ.ე.პ“-ში, შპს „პოლიგრაფიულ მასალებში“, შპს „გამომცემლობა პალიტრა L“-ში, შპს „ბიბლუსში“, შპს „ელვასერვისსა“ და შპს „კოლორში“.

ბრძანების თანახმად, ფინანსური შემოწმება ერთ თვეში, 29 ივლისს უნდა დასრულებულიყო, მაგრამ აუდიტის ვადა ორჯერ გახანგრძლივდა. უკვე მეორედ გაგრძელებული ფინანსური აუდიტის ვადა 29 სექტემბერს იწურებოდა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები