კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვეძათხევის დაწყებითი სკოლა ქოხიდან გადაიტანეს

22 სექტემბერი, 2011

დუშეთის რაიონის სოფელ ვეძათხევის დაწყებითი სკოლა, რომელიც წნელით მოწნულ ქოხში იყო განთავსებული, მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ ფოტორეპორტაჟის მომზადების შემდეგ, ქოხიდან გადაიტანეს.

როგორც მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს დუშეთის  საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა თინა ბანცურმა აცნობა, დაწყებითი სკოლა, რომელიც სოფელ ყვალილის სკოლის კლასკომპლექტის სახით არსებობს, ორსართულიანი სახლის პირველ სართულზე განთავსდა.

„სასკოლო ინვენტარი უკვე გადაეცათ. მერხები, რვეულები, წიგნების საკითხიც უკვე მოგვარდა. ამ დროისთვის იქ სამი ბავშვი სწავლობს - მეორე, მესამე და მეოთხე კლასში. ერთადერთი მასწავლებელი გვყვავს და ვცდილობთ ის მასწავლებელი როგორმე შევინარჩუნოთ. უცხო ენის მასწავლებელიც პრობლემაა. არღუნის სკოლის დირექტორს ვთხოვე, თუ მოახერხა იქნებ თავისი ცხრილი ისე გადაანაწილოს, რომ მათი უცხო ენის მასწავლებელმა ვეძათხევშიც ჩაატაროს გაკვეთილები“, - აღნიშნა ბანცურმა.

დუშეთის რაიონის სოფელ ვეძათხევის დაწყებითი სკოლა ქოხში იყო განთავსებული ქოხი წნელისგან არის მოწნული და თიხითაა გალესილი. თხელ კედლებზე ნაპრალების დასაფარად რეზინის ნაჭრებია აფარებული. „საკლასო“ ოთახში იდგა დაფა, ერთი მერხი, ოთხი სკამი, მასწავლებლის მაგიდა და შეშის ღუმელი. დაწყებითი სკოლის სამივე მოსწავლე სოციალურად დაუცველი ოჯახიდან არის, თუმცა მათ წიგნებსაც არ აძლევდნენ.

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები