კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ტუვალუმ აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელობა აღიარა

23 სექტემბერი, 2011

წყნარი ოკეანეს პატარა სახელმწიფო ტუვალუმ აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელობა აღიარა. ამის შესახებ სააგენტო „რესი“ იუწყება.

დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ შეთანხმებას დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა სერგეი შამბამ და ტუვალუს პრემიერ-მინისტრმა ვილი ტელავიმ მოაწერეს ხელი.

დოკუმენტი 18 სექტემბერს გაფორმდა, თუმცა აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ იგი მხოლოდ 23 სექტემბერს გამოაქვეყნა.

როგორც დე ფაქტო სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, „ტუვალუს წარმომადგენლობითი დელეგაცია აღნიშნული დოკუმენტის ხელმოსაწერად და კონტაქტების დასამყარებლად სოხუმში სპეციალურად ჩავიდა“.

ტუვალუსა და ე. წ. სამხრეთ ოსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ ხელშეკრულება ცხინვალში გაფორმდა. მას ხელი ვილი ტელავიმ და დე ფაქტო პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითიმ მოაწერეს.

„მოხარული ვარ ამ მოვლენის გამო. მინდა განვაცხადო, რომ სამხრეთ ოსეთის საერთაშორისო აღიარების პროცესი შეუქცევადია. ჩვენ მადლობელი ვართ ბატონი ტელავის ამ მამაცური გადაწყვეტილებისთვის. ტუვალუს ხელისუფლების გადაწყვეტილება ორმაგი სტანდარტების პოლიტიკის წინააღმდეგ სერიოზული ნაბიჯია“, - განაცხადა კოკოითიმ.

ტუვალუ გაერო-ს წევრი ქვეყანაა. მისი მოსახლეობა 2011 წლის ივლისის მონაცემებით, 10,5 ათას ადამიანს შეადგენს, ფართობი კი – 26 კვადრატულ კილომეტრს. იგი ბრიტანეთის კოლონია იყო და დამოუკიდებლობა 1978 წელს მოიპოვა.

გასული წლის სექტემბერში ტუვალუმ გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში დევნილების დაბრუნების შესახებ მიღებულ რეზოლუციას დაუჭირა მხარი.

რიგი მეცნიერების აზრით, კუნძულ ტუვალუს კლიმატის დათბობისა და ოკეანეს დონის ამაღლების შედეგად ჩაძირვა ემუქრება.

საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები