კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მიხეილ სააკაშვილი: „ყვარელში საკარმიდამო ნაკვეთი ჩემი და დედაჩემის დანაზოგით ვიყიდე“

27 სექტემბერი, 2011

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ყვარელში ნაკვეთი თავისი და დედამისის დანაზოგით იყიდა. პრეზიდენტმა იმ მიზეზებზეც ისაუბრა, რის გამოც ნაკვეთი ყვარელში შეიძინა. ერთ-ერთ მიზეზად სააკაშვილმა მისი მასწავლებლის მარო ჭავჭავაძის საფლავთან ახლოს ყოფნა დაასახელა.

„პრეზიდენტის ხელფასი იძლევა ამის ყიდვის საშუალებას. ყველაფრის ერთად ყიდვა 33 ათასი ლარი დაჯდა. ნაკვეთი ჩემი და დედაჩემის დანაზოგით ვიყიდე. ჩვენ გვყვავს ათეული ათასი თანამდებობის პირი, ვისაც საბანკო კრედიტის პირობებში, ამის ყიდვა შეუძლია, თუმცა მე მინდა, რომ საქართველოში ყველას ჰქონდეს მსგავსი შესაძლებლობა“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა „სპეციალური რეპორტაჟისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

მისივე თქმით, ყვარელი არის სამოთხე, თუმცა სააკაშვილმა აღნიშნა, რომ მას სამოთხე ჯერ არ დაუმსახურებია.

„ყვარელში საკარმიდამო ნაკვეთის ყიდვა რამდენიმე მიზეზის გამო გადავწყვიტე. აქ ბევრ რაღაცას ვაკეთებთ, გაკეთდა ლოპოტა, ყვარლის ტბა, ყვარლის ცენტრი, აქ პირველი სიმინდი დაითესა, ეს არის ილია ჭავჭავაძის მამული. მე ვთქვი, რომ ყვარელში მინდა მიწის ნაკვეთი. ეს არის სამოთხე, თუმცა მე ჯერ სამოთხე არ დამიმსახურებია. ყვარლის ეკლესიაში დაკრძალულია მარო ჭავჭავაძე, ყველაზე მნიშვნელოვანი მასწავლებელი, რომელიც მყავდა ცხოვრებაში. ის იყო ჩემი ფრანგულის მასწავლებელი და ფრანგულზე მეტად მან მასწავლა ისტორია, კულტურა და რაც მთავარია თავისუფლების და ჩემი ქვეყნის სიყვარული და ჩემთვის მარო ჭავჭავაძის საფლავთან ახლოს ყოფნა არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ყვარელში, მდინარე დურუჯის პირას, ნახევარ ჰექტარზე გაშენებული ვენახი თამაზ ჯოხარიძისგან იყიდა. როგორც პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, ნახევარ ჰექტარზე გაშენებული ვენახის ფასი 33 ათასი ლარია, სახლის მშენებლობა კი 45 ათასი ლარი დაჯდა. „შენობის ფართობი 60 კვადრატულ მეტრს შეადგენს. პრეზიდენტმა საკუთარი ღვინის წარმოებისთვის საფერავის ჯიშის ვაზი შეარჩია, მარანი კი სახლის სარდაფში განათავსა“, - აღნიშნა მანჯგალაძემ.

პრეზიდენტმა ყვარელში ვენახი რომ შეიძინა და სახლი ააშენა, ამის შესახებ 12 სექტემბერს გახდა ცნობილი. სააკაშვილმა საკუთარ ვენახში საუკეთესო ქულების მქონე პირველკურსელები მიიღო და მწვადით გაუმასპინძლდა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები