22:35, Saturday, 30.05.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

„ნაკრესი“ ეროვნულ პარკებში ნადირობის დაშვებას აპროტესტებს

27.09.2011
ორგანიზაცია „ნაკრესი“ მიესალმება საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის ინიციატივას, სამართლებრივად დარეგულირდეს და მოწესრიგდეს ნადირობა. როგორც პარლამენტისადმი ორგანიზაციის მიმართვაშია აღნიშნული, გარეული ცხოველების გარემოდან ამოღების წესებსა და პროცედურებში ცვლილებების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა მიუთითებს, რომ ხელისუფლება უკვე აღიარებს ცხოველთა სამყაროს მონეტარულ ფასეულობას, რაც ორგანიზაციის წარმომადგენელთა თქმით, ბრაკონიერობაზე კონტროლის გამკაცრების იმედს იძლევა.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კანონპროექტში ასევე არის ორი პრინციპული საკითხი, რაც ეწინააღმდეგება როგორც ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების პრინციპებს, ასევე საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს: „კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოსა და საერთაშორისო წითელ ნუსხებში შეტანილ ზოგიერთ სახეობაზე ნადირობის დაშვებას, თანაც ყოველგვარი წინასწარი შეფასებისა და მონიტორინგის გარეშე; კანონპროექტი ითვალისწინებს ნადირობის დაშვებას საქართველოს ეროვნულ პარკებში. ჩვენი აზრით, ამგვარი ცვლილება ცალსახად უარყოფით შედეგებს გამოიწვევს“.

„ნაკრესის“ წარმომადგენელთა თქმით, აღნიშნული აკრძალვების მოხსნით სრული განადგურების საფრთხე დაემუქრება წითელ ნუსხაში შეტანილ ზოგიერთ მცირერიცხოვან სახეობას. ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ ეროვნულ პარკებში ნადირობის დაშვების შედეგად, საქართველოში პრაქტიკულად აღარ დარჩება ადგილი, სადაც ველური სახეობები ბუნებრივ გარემოში გამრავლდებიან.

ორგანიზაციის წარმომადგენელთა განცხადებით, ზოგიერთი ცვლილება მოკლევადიან ფინანსურ ეფექტზეა ორიენტირებული და ხელს არ შეუწყობს მდგრადი სანადირო ტურიზმის განვითარებას.

„კანონპროექტით შემოთავაზებული ცვლილებების გატარება ფაქტობრივად საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ბუნების დაცვის სფეროში ჩადებული მრავალმილიონიანი ინვესტიციების წყალში გადაყრას ნიშნავს. ეს სამომავლოდ ეჭვქვეშ დააყენებს ამ სფეროში ისეთი მნიშვნელოვანი დონორების დახმარებას, როგორიცაა ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები, გარემოს დაცვის გლობალური ფონდი“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.

„ნაკრესი“ თხოვნით მიმართავს საქართველოს პარლამენტს, აღნიშნული კანონპროექტის განხილვის პროცესში ჩართოს სათანადო კომპეტენციის ორგანიზაციები და ექსპერტები.

ინტერპრესნიუსი

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მომზადებული შეხვდა თუ არა ქვეყანა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას?
დიახ არა ნაწილობრივ

ბლოგი

სექსუალური უმცირესობები საქართველოს ციხეებში
ბლოგი შექმნილია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სასჯელაღსრულებისა და პრობაციის რეფორმების ხელშეწყობა და მონიტორინგი სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმა“
ვრცლად...
უჩინარი მტერი
აპოკალიფსი არ იქნება
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC