აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციების განცხადება
22.09.2011
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციების განცხადება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციები შეშფოთებას გამოთქვამენ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ 2011 წლის 15 სექტემბრის საღამოს ქუთაისის მეტალურგიული ქარხანა „ჰერკულესის“ გაფიცული და მოშიმშილე პროფკავშირის წევრების უკანონო დარბევისა და დაკავების ფაქტების გამო.
აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრის, გაერთიანებული პროფკავშირების მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, საწარმო „ჰერკულესის“ მუშებმა გამოიყენეს საქართველოს კონსტიტუციის 33-მუხლით გარანტირებული გაფიცვის უფლება ქარხანაში არსებული გაუსაძლისი შრომითი პირობებისა გაუმჯობესებისა და პროფკავშირული საქმიანობის გამო უკანონოდ განთავისუფლებული 17 კოლეგის სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნით. სრულმასშტაბიან გაიფცვას, რომელიც დაიწყო 13 სექტემბრს წინ უძღოდა 2 სექტემბრის გამაფრთხილებელი გაფიცვა.
საგაფიცვო პროცედურები განხორცილებული იქნა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით. შესაბამისად, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ მიღებული გაფიცვის დაშლის გადაწყვეტილება კანონიერ საფუძველს იყო მოკლებული.
საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციები გმობენ სამართალდამცავი ორგანოების მიერ განხორცილებულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს და მიაჩნიათ, რომ ხელყოფილი იქნა გაფიცვის, გაერთიანების თავისუფლების, კოლექტიური მოლაპარაკების წარმოების, შეკრების, შრომის თავისუფლების ფუნდამენტური უფლებები. აღნიშნული ქმედება ასევე შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯად დანაშაულთა ნიშნებს, როგორიცაა გაფიცვის უფლების ხელყოფა, თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების ხელყოფა, პროფკავშირული კუთვნილების გამო დევნა და დისკრიმინაცია.
შესაბამისად, მოვუწოდებთ:
საქართველოს ხელისუფლებას - არ დაუშვას დამოუკიდებელი ორგანიზაციის საქმიანობაში უხეში ჩარევა და დაუყოვნებლივ უზრუნველყოს აღნიშნული ფაქტების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიება კანონდამრღვევი პირების მიმართ ადეკვატური სანქციების გატარების მიზნით.
საქართველოში აკრედიტებულ საერთაშორისო ირგანიზაციებისა და
დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს - დაინტერესდნენ ზემოაღნიშნულ ფაქტებით და შესაბამისი შეფასება მისცენ დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოებრივი ინსტიტუციის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს.
დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს - დაინტერესდნენ ზემოაღნიშნულ ფაქტებით და შესაბამისი შეფასება მისცენ დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოებრივი ინსტიტუციის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს.
ხელმომწერი ორგანიზაციები:
1. ასოციაცია ევროპული გამოკვლევები საქართველოს ინოვაციური
განვითარებისთვის;
განვითარებისთვის;
2. ახალგაზრდული ალტერნატივა;
3. არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია “სამოქალაქო
განვითარებისათვის”
განვითარებისათვის”
4. მწვანე ალტერნატივა;
5. ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო-საქართველო;
6. ადამიანის უფლებათა ცენტრი;
7. კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი;
8. ინვალიდ ქალთა და ინვალიდ ბავშვთა დედათა ასოციაცია “დეა”;
9. კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი;
10. საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტი;
11. ეკოლოგიური სამართლის ცენტრი;
12. კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი – კავკასიური სახლი;
13. ფონდი ღია საზოგადოება – საქართველო;
14. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
15. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო
საზოგადოება;
საზოგადოება;
16. “საზოგადოებრივი დამცველი”;
17. კავშირი “42-ე მუხლი”;
18. ასოციაცია “ელკანა”;
19. ენერგოეფექტურობის ფონდი;
20. მრავალეროვანი საქართველო;
21. საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირები;
22. ლევან მიქელაძის ფონდი;
23. ევროპული ინტეგრაციის ფორუმი;
24. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო;
25. საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი;
26. ჯანმრთელი სამყარო
22 სექტემბერი, 2011 წ.
თბილისი, საქართველო
თბილისი, საქართველო
სახელი: Moon
2011-11-09 18:14
Economies are in dire sritats, but I can count on this!
სახელი: Elida
2011-11-09 15:44
Four score and seven minutes ago, I read a sweet article. Lol tnhkas
დატოვეთ თქვენი კომენტარი
სხვა სიახლეები
„არა ძალადობას“ - აქცია ბათუმში
საქართველო "საუკეთესო ქვეყნები დედობისთვის" რეიტინგში 94-ე ადგილზეა
რუსთავში დანაშაულის აღკვეთისას მოქალაქე დაიჭრა
GNCC-ის წევრებმა გასულ წელს პრემიის სახით 331 ათასი ლარი მიიღეს
პარლამენტის თავმჯდომარემ დაცვის წევრების ქმედებებზე ისაუბრა
არქივი
ბლოგი
ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
რედაქტორის აზრი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?

