კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

WIKILEAKS: „შამბა აცხადებდა, რომ თუ რუსეთი რეგიონის ანექსიას ღიად შეეცდებოდა, აფხაზეთი იარაღს მოჰკიდებდა ხელს“

28 სექტემბერი, 2011

Wikileaks-ის ინფორმაციით, 2008 წლის გაზაფხულზე  აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების ერთ-ერთი ლიდერი სერგეი შამბა აცხადებდა, რომ „თუკი რუსეთი ოდესმე რეგიონის ანექსიას ღიად შეეცდებოდა, აფხაზეთი იარაღს მოჰკიდებდა ხელს და მასთან ერთად ჩრდილოეთ კავკასიელი მოკავშირეები იბრძოლებდნენ“. 

სკანდალური საიტის ინფორმაციით, შამბას ეს პოზიცია საქართველოში ამერიკის ყოფილმა ელჩმა ჯონ ტეფტმა ვაშინგტონს 2008 წლის გაზაფხულით დათარიღებულ ანგარიშში გააცნო.

მისივე მონაცემებით, მასალაში აღწერილია ასევე ოფიციალური თბილისის რეაქცია ამბოხებული რეგიონის მიმართ რუსეთის ქმედებებზე.  

"საქართველოს ხელისუფლებამ კონფლიქტის მოგვარების ახალი სქემა წარმოადგინა და აფხაზებს ფართო ავტონომია, ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა და თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნა შესთავაზა. ეს გეგმა ჯერ მოსკოვმა უარყო, შემდეგ კი - სოხუმმა, თუმცა ამის შემდეგ სოხუმში თბილისთან პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყების ვარიანტებზე დაიწყეს საუბარი. ამერიკელ და ევროპელ დიპლომატებთან შეხვედრისას სერგეი შამბამ დასავლეთის მიდგომები გააკრიტიკა და იმაზე დაიჩივლა, რომ  ევროპელები  აფხაზებს  არავითარ ალტერნატივას არ სთავაზობენ", - წერდა ტეფტი და შამბას ზემოაღნიშნული ციტატა მოჰყავდა. 

„შამბას თავისი თავისთვის არასოდეს მიუცია უფლება, ასე ღიად და საჯაროდ მსგავსი განეცხადებინა“, - აღნიშნავდა ამასთან დაკავშირებით ტეფტი.

ამასთან, Wikileaks-ის მიერ გამოქვეყნებული მორიგი მასალა დასავლეთის ქვეყნების წარმომადგენლებსა და აფხაზ სეპარატისტთა ლიდერ სერგეი ბაღაფშს შორის მოლაპარაკებების დეტალებს შეიცავს.

„მოლაპარაკებებში მონაწილე პირთა მონათხრობით, თავდაპირველად ბაღაფში ქართულ მხარესთან კონტაქტზე გასვლის წინააღმდეგი იყო, თუმცა მოგვიანებით ამაზე თანხმობა განაცხადა. მისი მთავარი პირობა კოდორის ხეობიდან ქართული სპეცრაზმის გაყვანა იყო. მოგვიანებით ბაღაფში იმასაც დასთანხმდა, რომ კოდორის ხეობაში ქართული და აფხაზური პოლიციის ძალები ევროკავშირის ან გაერო-ს ახალი  პოლიციური მისიით ჩანაცვლებულიყო. ამასთან, ბაღაფში  მოუწოდებდა ევროპას, „აჩქარებულიყო“ და რუსეთზე მიანიშნებდა, რომელიც აფხაზეთში თავისი პოლიტიკური და ეკონომიკური დამკვიდრებისათვის სწრაფად მოქმედებდა“, - წერდა, Wikileaks-ის ინფორმაციით, ტეფტი.

მისივე ინფორმაციით, „აფხაზების გულისწყრომის  ცოტათი გასაქარწყლებლად რუსეთმა ეკონომიკური სანქციების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო და აფხაზეთის რეგიონში რუსეთის სამშვიდობო ძალების წარმომადგენლების რაოდენობა გააორმაგა“.

საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები