კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

28 სექტემბერი ინფორმაციის თავისუფლების საერთაშორისო დღეა

28 სექტემბერი, 2011

28 სექტემბერს ინფორმაციის თავისუფლების საერთაშორისო დღე აღინიშნება. კახეთის საინფორმაციო ცენტრის სტატისტიკური მონაცემებით, რეგიონში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან კანონით დადგენილ მოთხოვნებს ყველაზე მეტად სიღნაღის, ახმეტის და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტების გამგეობები არღვევენ.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტებს საჯარო ინფორმაციის მიღება ყველაზე მეტად უჭირთ შს სამინისტროდან, პროკურატურიდან, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროდან, განათლების სამინისტროდან.

შეგახსენებთ, რომ 2011 წლის მაისში კახეთის საინფორმაციო ცენტრმა ადმინისტრაციული ორგანოებიდან საჯარო ინფორმაციის მოთხოვნისა და მიღების სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ მითითებულ მისამართზე.

ინფორმაციის თავისუფლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია თელავში მართავს ღონისძიებას ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე. საია  საზოგადოებას წარუდგენს „საიას საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზას“. 

საიამ გადაწყვიტა, მარტივად ხელმისაწვდომი გახადოს ყველა ის ინფორმაცია, რასაც ის მოიპოვებს საჯარო დაწესებულებებიდან. ბაზის მეშვეობით ყველა დაინტერესებულ პირს ექნება შესაძლებლობა, გაეცნოს საჯარო დაწესებულებების მიერ მოწოდებულ პირველად დოკუმენტებს, ასევე, პარალელურად მიიღოს ინფორმაცია, თუ რა საკითხებით ინტერესდება საია და რა დოკუმენტებზე დაყრდნობით წარმოადგენს საკუთარ პოზიციას.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები