კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უფლებადამცველები შალვა რამიშვილის ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლას აპროტესტებენ

28 სექტემბერი, 2011

უფლებადამცავები შალვა რამიშვილის ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლის ფაქტის გამოძიებას ითხოვენ.

როგორც უფლებადამცავების განცხადებაშია აღნიშნული, 25 სექტემბერს გადაცემის „აკრედიტაციის გარეშე“ გადაღებისას, ყვარელში, პრეზიდენტის რეზიდენციასთან, პოლიციამ ჟურნალისტი შალვა რამიშვილი დააკავა. დაკავებულს ჩამოერთვა აპარატურა და გადაღებული მასალა, რომელიც ჟურნალისტს გათავისუფლების შემდეგაც არ დაბრუნებია.

განცხადების მიხედვით, სამხარეო პოლიციის თანამშრომელთა ქმედება წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯად დანაშაულს და კვალიფიცირდება, როგორც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა.

„პოლიციის თანაშრომლები, რომლებიც არ ასახელებდნენ საკუთარ ვინაობას და თანამდებობას, იქცეოდნენ უღირსად, აშკარად არღვევდნენ პოლიციის შესახებ კანონს, გამოხატავდნენ აშკარა უპატივცემულობასა და ცინიზმს, კანონზე მაღლა აყენებდნენ კონკრეტულ პოლიტიკურ დავალებას, რომელსაც ტელეფონით იღებდნენ. მომხდარს სიტყვის თავისუფლებაზე ზეწოლად და ჟურნალისტის საქმიანობისთვის ხელის შეშლად ვაფასებთ და ვითხოვთ, დაიწყოს ფაქტზე გამოძიება კონკრეტული პირების მიმართ, რომლებიც საჯაროდ გავრცელებულ კადრებში კარგად ჩანან და ასევე იმათ მიმართ, ვინც მონაწილეობდა ჟურნალისტ შალვა რამიშვილის მიმართ უკანონო ქმედებაში და ამოცნობილი იქნება ჟურნალისტის მიერ. ასევე, ვითხოვთ დაუბრუნდეს ჟურნალისტს გადაღებული, ჩამორთმეული მასალა“, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ: სამოქალაქო მოძრაობა „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“, ასოციაცია „სამართალი და თავისუფლება“, ადამიანის უფლებათა ცენტრი, „ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისათვის“, „კანონი ხალხისთვის“, პატიმართა დახმარების საქველმოქმედო ფონდი, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დაცვის ასოციაცია, საზოგადოებრივი დამცველი, მოძრაობა „არა“.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები