კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ირაკლი ალასანია ვეტერანის სიკვდილზე პასუხისმგებლობას თავდაცვის სამინისტროს აკისრებს

29 სექტემბერი, 2011

„თავისუფალი დემოკრატები“ თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს ყოფილი თანამშრომლის, ომის ვეტერანის, 57 წლის სერგო თეთრაძის დაკავებასა და მკვლელობაში ადანაშაულებენ.

ამასთან დაკავშირებით, პარტიის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ, თავდაცვის სამინისტროს შენობასთან დღეს განცხადება გააკეთა და მინისტრ ბაჩო ახალიასა და დაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მეგის ქარდავას პასუხისმგებლობის საკითხი დაყენება მოითხოვა.

ალასანიას ინფორმაციით, სერგო თეთრაძე 17 სექტემბერს, საკუთარ სახლში თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა დააკავეს; მის ბინაში ჩხრეკა დამსწრეების გარეშე ჩატარდა. დაკავებულის ადგილსამყოფელი ოჯახის წევრებმა 24 საათის განმავლობაში არ იცოდნენ, უცნობი იყო დაკავების მოტივიც. 24 სექტემბერს კი, ოჯახს გლდანის ციხიდან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ თეთრაძე გულის შეტევით გარდაიცვალა და შეეძლოთ ცხედარი სახლში წაესვენებინათ.

„მიუხედავად იმისა, რომ სერგო თეთრაძის გვამს აშკარად ეტყობოდა დაზიანებების შენიღბვის მცდელობა, ჩვენ საქმე გვაქვს პატიმრის მკვლელობასთან“, - თქვა ალასანიამ.

როგორც „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა აღნიშნა, რამდენადაც მისთვის არის ცნობილი, თეთრაძე ჯაშუშობის ბრალდებით იყო დაკავებული.

ალასანიამ თავდაცვის სამინისტროს თეთრაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირების გამოვლენისკენ, ხოლო სასჯელაღსრულების დეპარტამენტს საქმეზე გამოძიების ჩატარებისკენ მოუწოდა.

მან ასევე მიმართა მედიის წარმომადგენლებს, რომ ობიექტურად გააშუქონ ინფორმაცია ძალადობისა და შპიონომანიის მსხვერპლთა შესახებ, რადგან, მისივე თქმით, გამორიცხული არ არის, ხვალ იგივე ბრალდებით ნებისმიერ ადამიანს სასტიკად გაუსწორდნენ.

„მიუხედავად იმისა, რომ თავდაცვის სამინისტროში ბევრი ღირსეული ადამიანი მუშაობს, ამ უწყებას ჯალათების ჯგუფი ხელმძღვანელობს. „თავისუფალი დემოკრატები“ არასდროს შეეგუებიან ამ ძალადობას და კანონით მინიჭებულ უფლებებს გამოიყენებენ მოძალადეთა პასუხისგებაში მისაცემად“, - განაცხადა ალასანიამ.

„თავისუფალი დემოკრატების“ ინფორმაციით, სერგო თეთრაძე თავდაცვის სამინისტროში 2007 წლამდე მუშაობდა, 2007 წლიდან კი უმუშევარი იყო.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები