კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დუშეთში ტონობით წყალი იღვრება, მუშების გაფიცვა გრძელდება

29 სექტემბერი, 2011

დუშეთში, რუსთაველის ქუჩაზე, სასმელი წყლის დაზიანებული მილიდან ტონობით წყალი იღვრება. როგორც რუსთაველის ქუჩის მაცხოვრებლებმა მცხეთა - მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადეს, მოსახლეობას წყალი კვირაში ორჯერ რამდენიმე საათით მიეწოდება, დაზიანებულ მილს კი ყურადღებას არავინ აქცევს.

„მილია დაზიანებული და გუბეები დგას. დუშეთის წყალმომარაგების სერვის-ცენტრს მივმართეთ, მაგრამ პრობლემა ჯერ არ მოუგვარებიათ,“- აღნიშნა რუსთაველის ქუჩაზე მცხოვრებმა ნათელა ვერძეულმა.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დუშეთის სერვის-ცენტრის დირექტორი ვახტანგ ყიფშიძე კომენტარს არ აკეთებს.

შეგახსენებთ, რომ წყალმომარაგების კომპანიის დუშეთის სერვის ცენტრის სამსახურის ტექნიკური განყოფილება პარალიზებულია. ათზე მეტი მუშა პროტესტის ნიშნად გაფიცულია. ისინი სერვის-ცენტრის ხელმძღვანელს გულგრილობასა და კორუფციაში ადანაშაულებენ და თანამდებობიდან მის გადადგომას ითხოვენ.

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები