კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დონალდ ტუსკი: „დღეს არ არსებობს წინაპირობა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე დაიწყოს საუბარი“.

3 ოქტომბერი, 2011

„საქართველოსა და მოლდოვას ამ სამიტისგან უფრო დიდი მოლოდინები ჰქონდათ ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით, ვიდრე ჩვენ შევთავაზეთ“, - განაცხადავარშავაში, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დასრულების შემდეგ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა.

როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ვარშავიდან იუწყება, ერთობლივ ბრიფინგს ესწრებოდნენ ტუსკი, უნგრეთის პრემიერი ორბანი და ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანეულ ბაროზო.

ტუსკის განცხადებით, დღეს არ არსებობს წინაპირობა, რომ საქართველოსა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანებაზე დაიწყოს საუბარი.

„მათ უნდა შეასრულონ ვალდებულებები! თუმცა უკვე გადაწყვეტილია - 2012 წელი იქნება მოლდოვასთან და საქრთველოსთან მოლაპარაკების დაწყების წელი სავაჭრო შეთანხმებაზე“, -აღნიშნა პოლონეთის პრემიერმა.

ვარშავაში 29-30 სექტემბერს ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტი გაიმართა. სამიტში საქართველოს პრეზიდენტიც მონაწილეობდა.

სამიტზე მიიღეს დეკლარაცია, სადაც აღნიშნულია, რომ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე საქართველოსა და მოლდოვასთან მოლაპარაკებები წლის ბოლოს დაიწყება. დოკუმენტის ქვეთავში, რომელიც პოლიტიკურ ჩართულობასა და სოციალურ-ეკონომიკურ ინტერგაციას ეხება, ნათქვამია, რომ აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში ამ მიმართულებით პროგრესია მიღწეული.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები