კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ლუკაშენკო სააკაშვილს და ალიევს მადლობას უხდის

4 ოქტომბერი, 2011

ალექსანდრე ლუკაშენკომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ხუთ სახელმწიფოს ბელორუსის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც ბელარუსის პრეზიდენტმა ლუკაშენკომ ადგილობრივი და უცხოური მედიის წარმომადგენლებისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ეს იყო კოლოსალური მხარდაჭერა, რომელსაც ბელორუსი ძალიან აფასებს.

ვარშავაში გამართულ ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის ფარგლებში, საქართველომ, აზერბაიჯანმა, მოლოდოვამ, სომხეთმა და უკრაინამ მხარი არ დაუჭირეს რეზოლუციის პროექტს, რომელშიც ბელორუსში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით შექმნილი მდგომარეობა კრიტიკულად იყო შეფასებული.

„ჩვენ მათ ვალში არ დავრჩებით“, - განაცხადა ლუკაშენკომ.  ბელორუსის პრეზიდენტმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა ქართველი და აზერბაიჯანელი კოლეგებისადმი. მისი თქმით, ევროპაში ბელორუსის მხარდამჭერთა შორის ყველაზე აქტიურები სწორედ მიხეილ სააკაშვილი და ილჰამ ალიევი იყვნენ.

„ამის შემდეგ ბევრი დაფიქრდებოდა და მიხვდებოდა, რომ ბელორუსთან ასე მოქცევა არ შეიძლება, ამის მიზეზი არ არსებობს. თუ იქნება პარტნიორობა, მონაწილეობას მივიღებთ. ის ახლა მხოლოდ მორალის კითხვა და თავის ტკივილია“, - განაცხადა ლუკაშენკომ.

მისი თქმით, ბრიუსელში „ვიღაც ჩინოვნიკის მიერ გამოთქმულ საყვედურებს“ ჟურნალისტები ხშირად მეტისმეტად დიდ ყურადღებას აქცევენ. „მათ ქმედებებზე რეაგირება არ ღირს. ჩვენ ჩვენი ცხოვრება გვაქვს, მათ – თავიანთი. ყველამ თავის პრობლემას უნდა მიხედოს, მათაც არ აქვთ ნაკლები“, - აღნიშნა ლუკაშენკომ.

პრობლემის მაგალითად ბელორუსის პრეზიდენტმა ევროზონის კრიზისი დაასახელა.

„თუ ვინმე ბელორუსზე აპელირებს და ჩვენს ბოსტანში ქვის სროლას ცდილობს, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მოსახლეობის ყურადღება საკუთარი პრობლემებიდან სხვა რამეზე გადაიტანოს. ჩვენ მშვიდად მივხედავთ ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა ლუკაშენკომ.

მისივე თქმით, ბელორუსს ისედაც საკმარისი მეგობრები ჰყავს: „მაგალითად - რუსეთი. დარწმუნებული ვარ, რომ მათ ჩვენ ძალიან ვჭირდებით. ისინი არასოდეს გაიმეტებენ ბელორუსს სიღარიბეში არსებობისთვის. ჩვენი მეგობრების წყალობით, მალე ნორმალური ცხოვრება გვექნება, თუმცა, არ მგონია, რომ ახლა არანორმალურად ვცხოვრობთ. ჩვენ უბრალოდ საკუთარი ცხოვრებით ცხოვრება უნდა ვისწავლოთ“.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები