კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რუსეთის ფედერაციიდან ე.წ. სამხრეთ ოსეთში შესვლა დროებით აკრძალულია

4 ოქტომბერი, 2011

რუსეთის ფედერაციიდან ე.წ. სამხრეთ ოსეთში შესვლა დროებით აკრძალულია. როგორც სააგენტო „ოსინფორმი“ იუწყება, ამის შესახებ დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა მურატ ჯიოევმა განუცხადა.

მისი განმარტებით, აკრძალვა იმ პირებს ეხება, რომლებიც ე.წ სამხრეთ ოსეთის მოქალაქეები არ არიან ან მოქალაქეობა არ აქვთ.

ჯიოევმა ასევე განმარტა, რომ აკრძალვა არ ეხება რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც ცხინვალის რეგიონში დისლოცირებულ მეოთხე რუსულ სამხედრო ბაზაზე მსახურობენ, ასევე, მათი ოჯახის წევრებს, აღდგენით სამუშაოებზე დასაქმებულებს.

„ყველა ეს ზომა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და რესპუბლიკაში მოქმედი კანონმდებლობის, ასევე, უვიზო მიმოსვლის შესახებ რუსეთ-სამხრეთ ოსეთის შეთანხმების შესაბამისად არის შემოღებული“, - განაცხადა ჯიოევმა.

მისივე თქმით, რუსულ მხარეს აკრძალვის შესახებ ე.წ. საელჩოს საშუალებით უკვე შეატყობინეს.

ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთის ფედერაციის მხრიდან შესვლა გუშინაც შეზღუდული იყო. როკის გვირაბთან განთავსებულ გამშვებ პუნქტზე არ გაატარეს დაღესტნიდან მიმავალი ავტოკოლონა, რომელშიც სავარაუდოდ, ჯამბულატ თედეევის მომხრეები იმყოფებოდნენ.

30 სექტემბერს ე.წ. სამხრეთ ოსეთში არეულობა დაიწყო, რომელიც დე ფაქტო ცენტრალური საარჩევნო კომისიის უარს მოჰყვა. დე ფაქტო კომისიამ თავისუფალ ჭიდაობაში რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჯამბულატ თედეევი ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატად არ დაარეგისტრირა, რის მიზეზადაც ის დაასახელა, რომ თედეევს ბოლო 10 წლის განმავლობაში ე.წ. სამხრეთ ოსეთში არ უცხოვრია. თედეევის მონაცემებით, ამ დროისთვის მისი 90 მომხრეა დაპატიმრებული.
ე.წ. სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 13 ნოემბრისთვის არის დანიშნული.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები