კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბიძინა ივანიშვილი საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკურ პარტიას ქმნის

5 ოქტომბერი, 2011

ცნონილი მეცენატი და ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკურ პარტიას ქმნის.

„მე გადავწყვიტე, შევქმნა პოლიტიკური პარტია და მონაწილეობა მივიღო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში“, - ეს არის ამონარიდი ბიძინა ივანიშვილის განცხადებიდან, რომელიც „ქართუ ჯგუფის“ პრესსამსახურმა გაავრცელა.

ამასთან, როგორც „ინტერპრესნიუსს“ პრესსამსახურიდან აცნობეს,  განცხადების სრული ტექსტი 7 ოქტომბერს გავრცელდება.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილს საპარლამენტო არჩევნებში საკმაოდ მაღალი შანსები აქვს.

საყვარელიძის თქმით, ერთ-ერთ კვლევაში, რომელიც რამდენიმე წლის წინ ჩატარდა და საპრეზიდენტო კანდიდატებს ეხებოდა, ყველაზე მაღალი რეიტინგი ივანიშვილს ჰქონდა.

„ჩვენ ადრე ჩავატარეთ გამოკვლევა, რომელიც არ გაგვიხმაურებია, სადაც საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის შევიტანეთ ბიზნესმენები, მათ შორის ბადრი პატარკაციშვილი და ბიძინა ივანიშვილი. მაშინ ყველაზე მაღალი რეიტინგი კანდიდატებს შორის ივანიშვილს და პატარკაციშვილს ჰქონდათ“, - აცხადებს საყვარელიძე.

მისივე თქმით, ივანიშვილის განცხადება საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით მოულოდნელი იყო.

„მოულოდნელი იყო, რადგან ივანიშვილი უკვე დიდი ხანია საქართველოსთან კონტაქტშია, ბევრი არჩევნები გამოიარა და არც ერთ ეტაპზე მას პოლიტიკური მიდრეკილებები არ გამოუვლენია, მაგრამ კიდევ ერთი რამ არის მოულოდნელი - ივანიშვილი პიროვნულად როგორ ჩაერთვება 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში, ესაა საკითხავი“, - აცხადებს საყვარელიძე.

ცნობილია, რომ ბიძინა ივანიშვილს საჯაროდ გამოჩენა, საკუთარი საქველმოქმედო საქმეების აფიშირება და მედიასთან ურთიერთობა არ უყვარს.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები