17 ოქტომბერს, გურჯაანში ადამიანის უფლებათა ცენტრი ადგილობრივი არასამთავრობო და მედიის წარმომადგენლებისთვის ჩაატარებს ერთდღიან ტრენინგს სიძულვილის ენის შესახებ.
პროექტი ხორციელდება ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისის მიერ ევროკავშირის დაფინანსებით. ადამიანის უფლებათა ცენტრი პროექტის პარტნიორი ორგანიზაციაა, „ინტერნიუს-საქართველოსა“ და ასოციაცია „ათინათთან“ ერთად.
ტრენინგი გაიმართება ქართულ ენაზე დღის 10:00 საათიდან 18:00 საათამდე. დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელ-ფოსტაზე echapidze@yahoo.com ან maikoabashidze@yahoo.com 13 ოქტომბრის 18:00 საათამდე.
მონაწილეები თვითონ არიან პასუხისმგებლები მუნიციპალიტეტებიდან მგზავრობაზე. ტრენინგში მონაწილეობა შეზღუდულია და აუდიტორია გათვალისწინებულია 20 მონაწილეზე.
ადამიანის უფლებათა ცენტრი