კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქუდზე კაცი - საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან!

6 ოქტომბერი, 2011

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან ახალი დავალება მიიღეს. დავალების თანახმად, თითოეული მუნიციპალიტეტის გამგეობას ევალება 7 ოქტომბერს თბილისში, თავისუფლების მოედანზე, სადაც სიტყვით საფრანგეთისა და საქართველოს პრეზიდენტები გამოვლენ, 10 მიკროავტობუსი ხალხი ჩაიყვანოს.

საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი საქართველოს სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში ეწვევა. თბილისში, თავისუფლების მოედანზე საფრანგეთის პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა მხარეთა შეთანხმებით გადაწყდა - ამის შესახებ გუშინდელ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, საფრანგეთის სურვილი იყო, რომ მსგავსი სახით მომხდარიყო საზოგადოებასთან ნიკოლა სარკოზის კომუნიკაცია. მანანა მანჯგალაძემ ასევე აღნიშნა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოსადმი ევროპის მხარდაჭერის დადასტურებაა და გარდამტეხი იქნება ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობისთვის.

თავისუფლების მოედანზე რაც შეიძლება ბევრი, ათასობით ადამიანი უნდა ვიყოთ იმის სადემონსტრაციოდ, რომ ხალხი ხელისუფლების კურსს მხარს უჭერს, ასე აუხსნეს მუნიციპალიტეტის გამგეობის სამსახურის ხელმძღვანელებმა თავის თანამშრომლებს 7 ოქტომბერს, თბილისში წასვლის აუცილებლობა.

დაზუსტებული ინფორმაციით, თითოეული მუნიციპალიტეტიდან წაყვანილი ადამიანების რაოდენობა 150-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. სამსახურების ხელმძღვანელებმა გამგეობიდან მიიღეს რეკომენდაცია, რომ ტრანსპორტირების თანხას ადგილობრივ ბიუჯეტში გათვალისწინებული სხვა ხარჯებიდან ან გამგებლის სარეზერვო ფონდიდან მიიღებენ. ამ საკითხებზე მუნიციპალიტეტების გამგებლები ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ. თუმცა, ადასტურებენ, რომ თვითონაც წავლენ და ის თანამშრომლებიც, ვისაც წასვლა უნდა.

შოთა უტიაშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი: „ძალიან გულით მინდა, რომ წავიდე. თანამშრომლებიდან ვისაც უნდა წასვლა, წავლენ“.

ნიკოლოზ შანშიაშვილი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი: „მე პირადად წასვლის სურვილი მაქვს. თანამშრომლებიდან ვისაც სურვილი ექნება, წამოვლენ ალბათ“.

ნატალია სარქისაშვილი, კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები