კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სარკოზის დასახვედრად დუშეთიდან თბილისში საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლები 16 მიკროავტობუსით და 2 ავტობუსით წაიყვანეს

10 ოქტომბერი, 2011

საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის დასახვედრად დუშეთიდან თბილისში 16 სამარშრუტო ტაქსით, 2 ავტობუსით და დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის და საკრებულოს მაღალჩინოსნების სამსახურეობრივი ავტომანქანებით 300-მდე ადამიანი გაემგზავრა.

თბილისში ხალხის გამგზავრებას კოორდინაციას დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლაშა ჯანაშვილი უწევდა. უმრავლესობა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის, საკრებულოს, გამგეობის სამსახურების, საჯარო სკოლების და საბავშვო ბაღების თანამშრომლები არიან. სკოლების დირექტორების დავალებით, საფრანგეთის პრეზიდენტის დასახვედრად თბილისში მოსწავლეები და მათი მშობლებიც გაემგზავრნენ.

სარკოზისთან შეხვედრაზე გასამგზავრებელ ადამიანთა სია დუშეთში 2 დღის წინ შეადგინეს. ამ სიის ყველა წევრმა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან საგანგებო გაფრთხილება მიიღო - ის, ვინც საფრანგეთის პრეზიდენტის დასახვედრად თბილისში არ წავა, სამსახურს დაკარგავს.

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, პრეზიდენტ სარკოზისთან შესახვედრად დუშეთის მუნიციპალიტეტიდან თბილისში სულ 600 ადამიანი გაემგზავრა. ავტობუსები და სამარშრუტო ტაქსები სხვადასხვა სოფლებშიც იყო მობილიზებული.

გამგეობიდან მიღებული მითითების თანახმად, დუშეთიდან თბილისში პრეზიდენტ სარკოზის დასახვედრად წასული მოქალაქეების ჩაცმულობა საზეიმო განწყობას უნდა შეესაბამებოდეს.
 
მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

ფოტომასალა იხილეთ მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის გვერდზე ფეისბუქში

ახალი ამბები