კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბზარაშვილები გაათავისუფლეს

10 ოქტომბერი, 2011

ოსურმა მხარემ ადმინისტრაციული საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დაკავებული ბზარაშვილები გაათავისუფლა. ამის შესახებ მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს დაკავებული გიგა და შოთა ბზარაშვილების დედამ, მაია ბზარაშვილმა განუცხადა.

„ამ დროისთვის ჩემი შვილები და ჩემი მაზლი - ელიზბარ ბზარაშვილი გორში, პოლიციის სამხარეო სამმართველოში იმყოფებიან. ცხინვალიდან ისინი „წითელი ჯვრის“ წარმომადგენლებმა გამოიყვანეს. თავს კარგად გრძნობენ,“ -ამბობს მაია ბზარაშვილი.

მცხეთის რაიონის სოფელ ძალისში მცხოვრები ძმები - 21 და 23 წლის შოთა და გიგა ბზარაშვილები და მათი ბიძა, 33 წლის ელიზბარ ბზარაშვილი ოსმა სამართალდამცავებმა, ადმინისტრაციული საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით, 22 აგვისტოს, ახალგორთან დააკავეს. ახალგაზრდები გორის რაიონის სოფელ წითელუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მწყერზე ნადირობდნენ.

ადმინისტრაციული საზღვრის უკანონო გადაკვეთის და ნახევრადავტომატური იარაღის ტარების ბრალდებით, ოსური მხარე მათ გასამართლებას აპირებდა. დაკავებულები დღემდე ცხინვალის იზოლატორში იმყოფებოდნენ. ცხინვალის იზოლატორში საქართველოს კიდევ 17 მოქალაქე იმყოფება.

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები