კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გარემოვაჭრეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებების უკან გაწვევას ითხოვენ

10 ოქტომბერი, 2011

საპარლამენტო ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისათვის“ და გარემოვაჭრეები პარლამენტიდან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში გარე ვაჭრობასთან დაკავშირებული ცვლილებების პროექტის გაწვევას ითხოვენ.

ლაპარაკია ცვლილებებზე, რომლებითაც გარემოვაჭრეთა მიმართ სახელმწიფოს მიდგომა მკაცრდება. ფრაქციის წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე აღნიშნულ საკითხზე გარემოვაჭრეთა ლიგის წარმომადგენლებსა და მათ მხარდამჭერს, კონსერვატიული პარტიის წევრ ლაშა ჩხარტიშვილს პარლამენტში შეხვდა. მისი განცხადებით, კანონში ბარბაროსული ცვლილებები შედის, რომელსაც ხელისუფლება არასასურველი ადამიანების დისკრიმინაციისათვის ეფექტურ ინსტრუმენტად გამოიყენებს.

„კოდექსში შესატანი ერთ-ერთი ცვლილებით, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობად ის გარემოება იქნება მიჩნეული, როცა გარემოვაჭრე მას პირადობის დამადასტურებელ მოწმობას ვერ წარუდგენს. ეს იმის საფუძველი გახდება, რომ პოლიციის თანამშრომელმა შესაბამის სამართალდარღვევათა ოქმი დაწეროს, გარემოვაჭრეს ადმინისტრაციული წესით დაუმორჩილებლობაში დასდოს ბრალი და საქმე განსახილველად სასამართლოში გადაგზავნოს. აღნიშნული მუხლი კი როგორც ფულად სანქციას, ისე 90-დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს. ეს ყოვლად წარმოუდგენელი დისკრიმინაციული მიდგომაა, რადგან გარემოვაჭრეს კონკრეტული მომენტისათვის, შესაძლოა, პირადობის მოწმობა თან მართლაც არ ჰქონდეს“, - აღნიშნა დიმიტრი ლორთქიფანიძემ. მისი თქმით, „ერთობა სამართლიანობისათვის“ შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივის უკან გამოსაწვევად ყველაფერს გააკეთებს.

ანალოგიური მოთხოვნა აქვთ გარემოვაჭრეებსა და ლაშა ჩხარტიშვილსაც. როგორც ამ უკანასკნელმა აღნიშნა, ბოლომდე გაგრძელდება ბრძოლა იმისათვის, რომ პარლამენტმა  გარემოვაჭრეთა არა დევნის, არამედ ცივილიზებული გარევაჭრობის დასამკვიდრებელი კანონი მიიღოს.

ჩხარტიშვილმა ხაზი იმ გარემოებასაც გაუსვა, რომ გარე ვაჭრობის მარეგულირებელი აქტი დღემდე არ არსებობს. იგი თბილისის საკრებულომ უნდა მიიღოს. იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ამ საკითხს სხდომის დღის წესრიგში შეიტანს, მასზე დასასწრებად და პროექტის მხარდასაჭერად მზადყოფნას „ერთობა სმაართლიანობისათვის“ გამოთქვამს.

შეგახსენებთ, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებების კოდექსის პროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. მისი მეორე მოსმენით კენჭისყრა 30 სექტემბრის სხდომაზე იგეგმებოდა, მაგრამ ეს პროცედურა კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა.

მედიანიუსი

ახალი ამბები