15:59, Friday, 10.07.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის ახალმა საქმემ თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაინაცვლა

11.10.2011

საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

თავდაცვის ექს-მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილის სისხლის სამართლის ახალმა საქმემ თბილისის საქალაქო  სასამართლოში გადაინაცვლა. როგორც საინფორმაციო სააგენტო „პირველს“ „ქართულ პარტიაში“ განუცხადეს, საქმემ სასამართლო გამოძიების ეტაპზე გადაინაცვლა, მაგრამ არსებითი განხილვის დაწყების თარიღი ჯერჯერობით ჩანიშნული არ არის.

რაც შეეხება საქმის ახალ დეტალებს, რომელიც შესაძლოა, ამ პერიოდის განმავლობაში გამოძიებას მტკიცებულებების სახით მოეპოვებინა, მათ შესახებ არაფერია ცნობილი.
 
ოქრუაშვილის დაკავებული მხარდამჭერების მიმართ საგამოძიებო მოქმედებები უკვე დასრულებულია. თითოეულ მათგანთან საპროცესო გარიგება გაფორმდა.

ცნობისთვის, ირაკლი ოქრუაშვილის საქმის არსებითი განხილვის დასრულებისა და ამის შემდგომ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ საქართველოს საფრანგეთისთვის (რომელმაც ოქრუაშვილს პოლიტიკური თავშესაფარი მისცა) ექს-მინისტრის ექსტრადიციის შესახებ განმეორებითი თხოვნით მიმართვის შესაძლებლობა მიეცემა.

რაც შეეხება ადვოკატს, როგორც პარტიაში აცხადებენ, "ქართულ პარტიას" ოქრუაშვილისთვის ადვოკატი არ დაუქირავებია და ვინ იცავს ამ დროისთვის მის უფლებებს, მისთვის უცნობია.

ადვოკატთან დაკავშირებით განცხადება თავის დროზე ოქრუაშვილისთვის ბრალის წაყენებისთანავე „ქართული პარტიის“ პოლიტსაბჭოს წევრმა ეროსი კიწმარიშვილმაც გააკეთა.

მან თავდაცვის ექს-მინისტრის მისამართით წაყენებულ ბრალს „აბსურდული“ უწოდა და განაცხადა, რომ „პარტია ადვოკატს არ აიყვანდა“.

აქედან გამომდინარე, სავარაუდოა, რომ ექს-მინისტრის უფლებების დაცვას სახელმწიფოს მიერ დაქირავებული ადვოკატი უზრუნველყოფს.

რაც შეეხება ირაკლი ოქრუაშვილის საქმესთან დაკავშირებით დაკავებულ მის 17-მდე მხარდამჭერს, მათთან პროკურატურამ საპროცესო გარიგება გააფორმა. კერძოდ, ილურიძე და სააქაშვილი, რომლებიც უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შექმნის ბრალდებით იყვნენ დაკავებული, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით ჯუღელმა გამოძიებასთან განსაკუთრებული თანამშრომლობის მოტივით დარბაზიდან გაათავისუფლა, დანარჩენ პირებს კი სხვადასხვა ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ.

შეგახსენებთ, რომ თავდაცვის ექს-მინისტრს მთავარმა პროკურატურამ უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნასა და ხელმძღვანელობაში მიმდინარე წლის 28 ივნისს დასდო ბრალი. თბილისის საქალაქო სასამართლომ, გაითვალისწინა რა ის გარემოება, რომ ოქრუაშვილი ადრეც იყო ნასამართლევი და მასზე "ინტერპოლის" წითელი ცირკულარით ძებნა იყო გამოცხადებული, მას 30 ივნისს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა და ავტომატურად ძებნა კიდევ ერთი - 223-ე მუხლის პირველი ნაწილით გამოაცხადა. 

შეგახსენებთ ასევე, რომ დაახლოებით ორი თვის წინ შს სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ირაკლი ოქრუაშვილის 15 მხარდამჭერი დააკავეს, რომლებთანაც მოგვიანებით საპროცესო შეთანხმება გაფორმდა.

თავის დროზე შს სამინისტრომ დაკავებულ პირთა აღიარებითი ჩვენებების ვიდეო-ჩანაწერები და ფარული აუდიოჩანაწერები გაავრცელა. ერთ-ერთი დაკავებულის - გიორგი საბაშვილის ჩვენების მიხედვით, „ქართული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი 22 მაისს სოფელ ზემო არცევში იმყოფებოდა და საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 200 რუს სპეცრაზმელთან ერთად მალულად უნდა გადმოსულიყო, ადგილზე კი 20 შეიარაღებული ქართული ჯგუფი უნდა დაჰხვედროდა.

მისივე თქმით, აღნიშნულ ჯგუფს პოლიციის საგუშაგო უნდა აეღო, ამ მიზნით კი „ქართული პარტიის“ მხარამჭერებს სპეციალური დავალება ჰქონდათ მიცემული, საგუშაგოებზე არსებული სიტუაცია დეტალურად შეესწავლათ.

საგუშაგოს აღების შემდეგ გორში მდებარე სპეცრაზმისა და შიდა ქართლის სამხარეო სამმართველოს შენობებზე თავდასხმა იყო დაგეგმილი, ამ გეგმის განხორციელების შემდეგ კი - უკვე თბილისზე შეტევა, რომლის მიზანს ხელისუფლების ძალისმიერი გზით შეცვლა წარმოადგენდა.

მოგვიანებით, ერთ-ერთი სატელევიზიო ინტერვიუს დროს ოქრუაშვილმა აღნიშნული ბრალდებები კატეგორიულად უარყო.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

ძალადობის მსხვერპლი ქალები
ასაკის მატებას ერთი უპრატესობა აქვს, მრავალწლიან გამოცდილებასთან ერთად საზოგადოებრივი ცნობიერების ცვლილების უშუალო მონაწილე ხდები. ეს ცვლილებები შემდეგ უკვე საკანონმდებლო ცვლილებებში აისახება. დრო ცვლის
ვრცლად...
ქალ პატიმართა მოლოდინები
სექსუალური უმცირესობები საქართველოს ციხეებში
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC