კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

"თავისუფალმა დემოკრატებმა" სერგო თეთრაძის გარდაცვალების საკითხი არასამთავრობო სექტორს გააცნეს

12 ოქტომბერი, 2011

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერები, ირაკლი ალასანია და თეა წულუკიანი, 11 ოქტომბერს პარტიის ოფისში, არასამთავრო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

ალასანიამ და წულუკიანმა მათ თავდაცვის ყოფილი თანამშრომლის, ვეტერან სერგო თეთრაძის საქმესთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდეს და ამ საქმეში ჩართულობა და სიმართლის დასადგენად გააქტიურება სთხოვეს.

"სერგო თეთრაძე, გახსოვთ ალბათ, აღიარებითი ჩვენების მიცემისთვის ცემაში მოკლეს საპყრობილეში. საქმეში ჩართულები არიან თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფები, რომლებმაც დააკავეს თეთრაძე. მიმდინარეობდა გამოძიება, როგორც ჩვენთვის ცნობილია ჯაშუშობის მუხლით, მაგრამ არაფერი არ ვიცით ზოგადად გამოძიებისა და სხვა პირების შესახებ, ვინც ამ გამოძიების შედეგად პასუხისგებაში უნდა იქნეს მიცემული", - განუცხადა ჟურნალისტებს ალსანიამ.

მისივე თქმით, თეთრაძის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება სასჯელაღსრულების სისტემის მიერაც მიმდინარეობს, თუმცა ამის შესახებაც საზოგადოებას არანაირი ინფორმაცია არ აქვს.

"თავისუფალი დემოკრატები" და პირადად მე, სისხლხორცეულად ვართ დაინტერესებულები, გაირკვეს სიმართლე - თუ რა მოხდა თეთრაძის საქმის ირგვლივ და დაისაჯოს ამ უმძიმეს მკვლელობაში დამნაშავე ყველა პირი", - აღნიშნა ალასანიამ.

"თავისუფალი დემოკრატების" ინფორმაციით, 57 წლის სერგო თეთრაძე 17 სექტემბერს, საკუთარ სახლში თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა დააკავეს; მის ბინაში ჩხრეკა დამსწრეების გარეშე ჩატარდა. დაკავებულის ადგილსამყოფელი ოჯახის წევრებმა 24 საათის განმავლობაში არ იცოდნენ, უცნობი იყო დაკავების მოტივიც. 24 სექტემბერს კი, ოჯახს გლდანის ციხიდან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ თეთრაძე გულის შეტევით გარდაიცვალა და შეეძლოთ ცხედარი სახლში წაესვენებინათ. სერგო თეთრაძე თავდაცვის სამინისტროში 2007 წლამდე მუშაობდა, 2007 წლიდან კი უმუშევარი იყო.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები