კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბიძინა ივანიშვილი „ქართუ ჯგუფის“ პრეზიდენტს ხელისუფლების აგენტობაში ამხელს

12 ოქტომბერი, 2011

ბიძინა ივანიშვილი „ქართუ ჯგუფის“ პრეზიდენტს გიგა ჩრდილელს ხელისუფლების აგენტობაში ამხელს. ამის შესახებ ივანიშვილის ღია წერილშია ნათქვამი.

ჩრდილელის შესახებ ბიზნესმენი წერილის იმ ნაწილში საუბრობს, რომელშიც შს მინისტრს ვანო მერაბიშვილს მიმართავს. მისი თქმით, ხელისუფლების დარწმუნებას, რომ პოლიტიკაში მოსვლას არ აპირებდა, სწორედ მათივე აგენტის საშუალებით ახერხებდა. ივანიშვილის თქმით, „ქართუ ჯგუფის“ პრეზიდენტი ხელისუფლებამ სამი წლის წინ გადაიბირა.

„თქვენი აგენტი იჯერებდა ჩემს ნათქვამს და მერე თქვენც გარწმუნებდათ, რომ ჩემი მხრიდან პოლიტიკაში მოსვლა გამორიცხულია. თქვენც მშვიდად და არხეინად ბრძანდებოდით, ამიტომაც იყო შოკის მომგვრელი და თავზარდამცემი ჩემი განცხადება თქვენთვის. თქვენ ეს ადამიანი ახლა კი არა, სამი წლის წინათ გადაიბირეთ, ანუ მაშინ, როცა ჩვენს შორის ჯერ კიდევ ნორმალური ურთიერთობა იყო. ასეთები ხართ თქვენ. ასეთი ზნე გაქვთ - დანდობა და სიყვარული არ იცით!

თქვენმა აგენტმა ჯერ არ იცის, რომ გაშიფრულია. ის ამას დღეს, გაზეთებიდან გაიგებს. ის კარგი ფინანსისტია, წაიყვანეთ, გამოგადგებათ. "ქართუ ჯგუფის" პრეზიდენტზე, გიგა ჩრდილელზე ვლაპარაკობდი“, - წერს ივანიშვილი.

ბიზნესმენი აფრთხილებს ხელისუფლებას, რომ ყველა მცდელობა მის გარშემო ჯაშუშური ქსელის ხლართვისა, „ისეთი კრახით დამთავრდება, როგორც ეს დამთავრდა“.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები