კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ოძისიდან გატაცებული სამი ქართველი ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს

12 ოქტომბერი, 2011

დუშეთის რაიონის სოფელ ოძისიდან გატაცებული სამი ადამიანი 52 წლის პაატა ჯავახიშვილი, 35 წლის გიორგი გურგენიშვილი და კიდევ ერთი პირი, რომლის ვინაობაც ამ დრომდე უცნობია, ოსმა სამართალდამცავებმა ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს.

როგორც მცხეთა - მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს ახალგორის რაიონის გამგეობაში განუცხადეს, ოსმა სამართალდამცავებმა ოძისის მაცხოვრებლები საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. დაკავებულებისთვის ბრალი ჯერ არ წარუდგენიათ და არც წინასწარი პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

სოფელ ოძისიდან 3 ადამიანი 11 ოქტომბერს დილით გაიტაცეს.

„ჩემი ძმა დილით ტყეში წავიდა ფიჩხის მოსაგროვებლად. თან ვირიც წაიყვანა. საღამოს რომ არ დაბრუნდა, მოსაძებნად წავედი. ვირი ვიპოვე, ჩემი ძმა კი არსად იყო. როგორც მითხრეს, რუსებს წაუყვანიათ“, - განუცხადა მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს დაკავებული პაატა ჯავახიშვილის ძმამ მამუკა ჯავახიშვილმა.

სოფელი ოძისი ახალგორის მოსაზღვრე ბოლო ქართული სოფელია. სოფლიდან ერთ კილომეტრში ახალგორის რაიონის სოფელი ახმაჯი იწყება.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები