კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მკვლელობაში ბრალდებულ კუდ-ის თანამშრომელს 18 წლით პატიმრობა მიესაჯა

12 ოქტომბერი, 2011

თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მამუკა წიკლაურმა 2 ახალგაზრდის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ კუდ-ის უფროს ოპერატიულ თანამშრომელს, 30 წლის დავით ჩოთალიშვილს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრის კორესპონდენტი იტყობინება თელავიდან, გარდაცვლილი ახალგაზრდების ოჯახის წევრები ჩოთალიშვილისთვის უვადო თავისუფლების აღკვეთას ითხოვდნენ. მოსამართლის მიერ განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების შემდეგ მათ სხდომის დარბაზი ხმაურით დატოვეს და აღნიშნეს, რომ განაჩენს სააპელაციო წესით გაასაჩივრებენ.

შეგახსენებთ, რომ კახეთის საოლქო პროკურატურის საბრალდებო დასკვის მიხედვით, 2011 წლის 8 ივლისს, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა შს სამინისტროს კუდ-ის თანამშრომელმა დავით ჩოთალიშვილმა ურთიერთშელაპარაკების დროს, თელავის რაიონის სოფელ წინანდალში, დაახლოებით 00:15 საათზე, ტაბელური იარაღიდან გასროლით დახოცა 21 წლის შოთა ბატიაშვილი და გიგა გემაზაშვილი. ჩოთალიშვილმა, ესროლა გიორგი დათუკიშვილსაც, მაგრამ ააცილა. გიორგი დათუკიშვილმა გაქცევა მოახერხა.

ჩოთალიშვილმა სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში აღნიშნა, რომ სროლამდე მასზე საცემად 12 კაცი იწევდა, შესაძლოა იარაღი წაერთმიათ. ამასთან, ბრალდებულის თქმით, მოწინააღმდეგე მხარედან ერთ-ერთს ხელში რაღაც ეჭირა, რომელიც ლამპიონის შუქზე ელვარებდა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები