კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ე. წ. ატსტუპნიკებმა პარლამენტის წინ აქცია გამართეს

17 ოქტომბერი, 2011

ე.წ. ატსტუპნიკებმა პარლამენტის შენობასთან, პრობლემების მოგვარებისთვის მათთვის განსაზღვრული ვადის გადაწევის მოთხოვნით, მორიგი აქცია გამართეს.

საპროტესტო აქცია ლოზუნგით - „ბაქრაძე, კუბლაშვილი, თორდია და მაჭავარიანო, ნუ გვაქცევთ დევნილებად საკუთარ ქალაქში“ – 17 ოქტომბერს ბინათმესაკუთრეთა უფლებების დამცველმა ასოაციაციამ თავისუფალ ასოციაციის კავშირის თავმჯდომარე ალექსანდრე შალამბერიძესთან ერთად აქცია გამართა.

აქციის მონაწილეები ითხოვენ, დაუყოვნებლივ გაუქმდეს კანონის მუხლით განსაზღვრული ზღვრული ვადა, რომელიც მათ 2012 წლის 1 იანვრამდე აქვთ, რათა ყველა პრობლემა მოაგვარონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ქუჩაში გამოყრა და „მშობლიურ ქალაქში დევნილებად ქცევა“ ემუქრებათ. ასევე, აქციის მონაწილეები ითხოვენ პარლამენტმა განიხილოს ასოციაციის მიერ მომზადებული კანონპროექტი მესაკუთრეების მონაწილეობით და საერთო შენიშვნების გათვალისწინებით გაიტანოს ის პლენარულ სხდომაზე.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ალექსანდრე შალამბერიძემ განაცხადა, ბინის მესაკუთრეთა და ბინის მოსარგებლეთა პრობლემა სიახლეს არ წარმოადგენს საქართველოს პარლამენტისთვის. მისი თქმით, საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში ლეგალურად აკრძალული იყო ბინების, როგორც უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა და ადამიანის საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცესი მთლიანად სახელმწიფოს ხელში იყო მოქცეული. ამიტომ, როგორც შალამბერიძე ამბობს, მაშინდელმა მოქალაქეებმა სახელმწიფოს მხრიდან ვერ შეძლეს ელემენტარული საცხოვრებელი ჭერის მიღება, რაც მათთვის აუცილებელი პირობა იყო და მეტნაკლებად უვნებელ გარემოში ცხოვრების მოწყობის მიზნით შემოვლითი გზები მოძებნეს.

„ეს პრობლემა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ ჩამოყალიბებულ ყველა დამოუკიდებელ სახელმწიფოში არსებოდა, რომელიც მათ წარმატებით გადაწყვიტეს, გარდა საქართველოსი“, - განაცხადა ალექსანდრე შალამბერიძემ და დასძინა, რომ პრობლემის მოგვარება მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებამ ვერ შეძლო.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები