17:21, Wednesday, 16.10.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ყვარლის პოლიციის უფროსი მოხსნეს

18.10.2011

გელა მთივლიშვილი, კახეთი

ყვარელში, საქართველოს პრეზიდენტის ვენახში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, როცა ჟურნალისტმა შალვა რამიშვილმა პრეზიდენტის სახლში შესვლა და გადაღება შეძლო, ყვარლის პოლიციის უფროსი თემურ გურაშვილი თანამდებობიდან მოხსნეს. ინციდენტის შემდეგ, პრეზიდენტის ვენახს ღობე შეამოარტყეს და კარი შეაბეს.

ყვარლის პოლიციის ახალ უფროსად დავით გიგაური დაინიშნა.

ყვარელში ჟურნალისტი შალვა რამიშვილი და მასთან ერთად მყოფი პირები 25 სექტემბერს მას შემდეგ დააკავეს, რაც რამიშვილმა პრეზიდენტის სახლში გადაღება დაამთავრა და ტერიტორიის დატოვებას აპირებდა. „კარები მიშას ვენახს და კარმიდამოს არა აქვს. წინ არავინ არ გადამეღობა... საერთოდ არავინ არ მკითხა, სად მიდიხარო. ყველა აქეთ-იქით გარბოდა. პოლიციელები ვენახებში იმალებოდნენ. ვეკითხებოდი დამხვდურთ, ეს ვისი სახლია მეთქი და პასუხს არ მცემდნენ. მორცხვად იღიმებოდნენ“, - აღნიშნავს რამიშვილი.

მისივე თქმით, როცა პრეზიდენტის სახლი გადაიღო და ეზოში გამოვიდა, ყვარლის პოლიციის უფროსის თემურ გურაშვილის მეთაურობით ვიდეოკამერები წაართვეს.

„უცებ გაჩნდა ყვარლის პოლიციის უფროსი, რომელმაც მომკიდა ხელი და ჩემი გაყვანა მოინდომა, ოღონდ სამოქალაქო ტანსაცმელი ეცვა. ჩემს შეკითხვაზე ვინ იყო, ის პასუხს არ მცემდა. მაინც დავემორჩილე და გარეთ გამოვედი. ცოტა ხანი ვიდექი. მერე მეცნენ ზორბა ბიჭები (სამოქალაქოებში) მანქანაში ჩამსვეს, აპარატურა წამართვეს და გამომარიდეს იქურობას. თავისუფლება მქონდა აღკვეთილი ასე 15 წუთი. ბოლოს მიხვდნენ რომ სისულელეს ჩადიოდნენ და გააჩერეს მანქანა. მე გადმომსვეს, თავად კი გაიქცნენ. ბოლოს 2 საათში დააბრუნეს აპარატურის ნაწილი. ჩიპები და მიკროფონი ახლაც მიტაცებული აქვთ“, - ამბობს შალვა რამიშვილი.

პოლიციის თანამშრომლები აცხადებდნენ, რომ რამიშვილს ვენახსა და მითუფრო სახლში შესვლის უფლება არ ჰქონდა, რადგან ის კერძო საკუთრებაა და პოლიცია იცავს.

იმავე დღეს რამიშვილმა კიდევ ერთხელ სცადა პრეზიდენტის სახლისა და ვენახის გადაღება, მაგრამ უშედეგოდ. ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში 26 სექტემბერს, საღამოს გასული ვიდეომასალიდან ჩანს, რომ რამიშვილმა გზის გაგრძელება რამდენჯერმე სცადა, თუმცა პოლიციის ხელმძღვანელებმა მას ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწიეს.

შალვა რამიშვილს, ყვარელში, საქართველოს პრეზიდენტის ვენახი და სახლი რომ არ გადაეღო, თავისუფლად გადაადგილების უფლებას შს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი კახა გიგოლაშვილი, მისი მოადგილეები გოჩა როსტომაშვილი და შოთა ბეჟანიშვილი, ასევე კახეთის დაცვის პოლიციის უფროსი ილია ზავრაშვილი არ აძლევდნენ.

მომხდართან დაკავშირებით ჟურნალისტმა ყვარლის პოლიციას განცხადებით მიმართა. ფაქტის გამოძიება უფლებადაცვითმა ორგანიზაციებმაც მოითხოვეს, თუმცა ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრული ამ დრომდე არ არის.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC