კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ივანიშვილის პირადი ადვოკატი სააკაშვილის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს

18 ოქტომბერი, 2011

უახლოეს დღეებში სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სარჩელი შევა. ამის შესახებ დღეს ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის პირადმა ადვოკატმა ეკა ბესელიამ განაცხადა.

როგორც ბესელიამ ივანიშვილის რეზიდენციიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, სარჩელი ივანიშვილისა და მისი მეუღლის ეკატერინე ხვედელიძისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხს შეეხება.

„ჩვენ სასამართლოს ობიექტურობის არ გვჯერა. ამიტომ საქმეში ევროსტრუქტურების ჩართვას ვგეგმავთ. დაგეგმილია რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება. რაც შეეხება სარჩელს, სარჩელი სასამართლოში უახლოეს დღეებში შევა. მოვითხოვთ, მიხეილ სააკაშვილმა ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევასთან დაკავიშირებით გამოცემული აქტი გააუქმოს“, - განაცხადა ბესელიამ.

მისივე თქმით, დღედან დაიწყო პროცედურები რუსეთის მოქალაქოებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით. საჭიროა რამდენიმე დოკუმენტის მომზადება და ეს პროცედურებიც რამდენიმე დღეში დასრულდება.

რაც შეეხება ივანიშვილის პოლიტიკური პარტიის შექმნის საკითხს, ბესელიას თქმით, „აღნიშნული საკითხი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა, მაგრამ სამოქმედო გეგმა იმ ფაქტების გათვალისწინებით მუშავდება, რომელიც უსწრაფესადაა მოსაგვარებელი“.

საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები