კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქართველი დიჯეი დააკავეს

19 ოქტომბერი, 2011

ბერა ივანიშვილი სოციალური ქსელის საშუალებით მეგობრის DJ Rembo-ს, დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მომღერლის ცნობით, პოპულარული დიჯეის ლევან მდინარაძის დაკავების მიზეზი "ქართული ოცნების" მაისურების დარიგება გახდა.

“გუშინ საღამოს დააკავეს ჩემი და თქვენი მეგობარი, ცნობილი დიჯეი ლევან მდინარაძე (DJ Rembo). ის "ქართული ოცნების" მაისურებს არიგებდა,” მომღერალი წერს სოციალურ ქსელში.

ინფორმაციას ლევან მდინარაძის დაკავების შესახებ ბიძინა ივანიშვილის მრჩეველი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ ბიგვავაც ადასტურებს.

„ლევან მდინარაძე დააკავეს იმავე მოტივით, რითაც, როგორც წესი, პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს აკავებენ ,“ განაცხადა მან.

ბიგვავას ინფორმაციით, მდინარაძე გუშინ, ღამის 01:00 საათზე, ნარკოტიკული ნივთიერების შენახვის ბრალდებით დააკავეს.

"რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეს ბიჭი ნარკოტიკების მომხმარებელი არ არის. ის ძალიან პოპულარულია ახალგაზრდებში და მისი ერთადერთი დანაშაული ალბათ იმაშია, რომ ხალხს ურიგებდა მაისურებს, რომლებსაც ეწერა "ქართული ოცნება",  აღნიშნა ზურაბ ბიგვავამ.

ვიდეო

palitra.tv

ახალი ამბები