19:39, Wednesday, 23.10.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ცვლილებები უძრაობის ფარგლებში

19.10.2011

ანი ჭანკოტაძე, liberali.ge

,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება'', ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია'' და ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო'' ქვეყანაში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და აკრედიტირებული საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდნენ და  მმართველი პარტიის წევრსა და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარესთან, პავლე კუბლაშვილთან 30 სექტემბერს შემდგარი შეხვედრის შედეგები გააცნეს.
 
არასამთავრობოებმა ხაზი გაუსვეს კანონპროექტში არსებულ ხარვეზებს და პუნქტობრივად განიხილეს საკითხები, თუ რის შეცვლაზე დათანხმდა ხელისუფლება, რა ცვლილებების შესახებ გამოთქვა მზაობა დისკუსიისთვის და რისი შეცვლა უარყო კატეგორიულად.

,,სამართლიანი არჩევნები და დემოკრატიის საერთაშორისო საზოადოების'' დირექტორი, ნინო ლომჯარია განმარტავს, რომ ახალი კოდექსის მიხედვით ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემას თავად საარჩევნო სისტემის მოდელი წარმოადგენს. პავლე კუბლაშვილთან შეხვედრისას კი სწორედ ეს საკითხი გამოცხადდა ხელშეუხებლად. შენიშვნებისა და რეკომენდაციის მიუხედავად, ხელისუფლება არ აპირებს საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე დისკუსიას.

როგორც შეხვედრაზე ითქვა, ახალი საარჩევნო კოდექსის ზოგი პუნქტის მიხედვით გაუარესებულია ძველთან შედარებით: ახალი პროექტიდან ამოღებულია მარკირების პროცედურა, საარჩევნო უბნებზე დამონტაჟებული კამერები, ხოლო დამკვირვებლებს, რომლებსაც არასამთავრობოები, მედია და პოლიტიკური პარტიები წარმოადგენენ ხოლმე, ფოტო და ვიდეოგადაღების უფლება აქვთ წართმეული. არ არსებობს კომისია, რომელიც პარტიების მიერ ადმინისტრაციული რესურსებით თანაბარი სარგებლობის ზედამხედველობას გასწევდა.

კანონპროექტის მიხედვით, საარჩევნო სიების დადგენა და ჩასწორება აღარაა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოვალეობა და ეს ფუნქცია არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ეკისრებათ.

,,საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს'' წარმომადგენელი, ნინა ხატისკაცი ამბობს, რომ ეს არაადეკვატური მოდელია. არასამთავრობო ორგანიზაციებს არ აქვთ საკმარისი კოპეტენცია მსგავსი მოვალეობის შესასრულებლად და მათ მხოლოდ რეკომენდაციების შემუშავება და უზუსტობების დაფიქსირება უნდა ევალებოდეთ.

არასამთავრბოთა სამეულმა შენიშვნა გამოთქვა პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესახებაც. პროექტის მიხედვით, 1 მილიონ ლარს იღებს ყველა პარტია, რომელიც მოახერხებს ბარიერის გადალახვას. არასამთავრობოების აზრით კი მილიონი უნდა განისაზღვროს როგორც თანხის მაქსიმუმი და ბარიერის გადალახვის შემთხვევაში პარტიებს ამ თანხის ფარგლებში ზუსტად ის თანხა უნდა აუნაზღაურდეთ, რაც დახარჯეს და არცერთი თეთრით მეტი. სხვა შემთხვევაში პოლიტიკა ერთგვარი ბიზნესის ხასიათს შეიძენს.

,,საიას'' თავჯდომარე, თამარ ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ მართალია სისტემურ ცვილელაზე  ხელისუფლება უარს ამბობს, მაგრამ სამართლიანი საარჩევნო სივრცის ფორმირება მაინც შესაძლებელია თუ კი იმ ტიპის ცვლილებებს განახორციელებენ, როგორისთვისაც მზაობა გამოხატეს.

საარჩევნო სისტემას რაც შეეხება, არასამთავრობოები მას უსამართლოდ მიიჩნევენ რაკი დაცული არაა მოქალაქეთა ხმების თანაბარი წონის პრინციპი - არის რაიონები, სადაც 6 000 მოქალაქეს ერთი დეპუტატი წარმოადგენს, მაშინ როცა ერთი დეპუტატი წარმოადგენს 100 000 ან  მეტ მოქალაქესაც.

მეორე სისტემური პრობლემა კი მაჟორიტარი დეპუტატების სიმრავლეა, რომელთა რიცხვიც უახლოს მომავალში კიდევ 40 დეპუტატით გაიზრდება.

პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატების მრავალრიცხოვნებას არასამთავრობოები უარყოფითად აფასებენ, რადგანაც ამის ხარჯზე შესაძლებელი ხდება საპარლამენტო უმრავლესობად ისეთი პარტია იქცეს, რომელსაც, როგორც პოლიტიკურ ორგანიზაციას მოსახლეობის მცირე ნაწილი უჭერს მხარს, რაც თავისთავად არასამართლიანია. ანუ, მოსახლეობა ირჩევს არა პარტიასა და მის პროგრამას, არამედ კონკრეტულ პოლიტიკოსებს.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC