კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რობერტ სტურუა: „ქსენოფობიაში ჩემი დადანაშაულება ირონიულია“

20 ოქტომბერი, 2011

რეჟისორი რობერტ სტურუა ხელისუფლების მიერ ქსენოფობიაში მის დადანაშაულებას ირონიულს უწოდებს. ამის შესახებ სტურუას ღია წერილშია ნათქვამი, რომელიც The Guardian-მა გამოაქვეყნა.

წერილის დასაწყისში რეჟისორი აღნიშნავს, რომ ცხოვრობს საქართველოში, სადაც ხელოვნება, განათლება და მედია პრეზიდენტის ხელშია. მისი თქმით, ქვეყანაში საქართველოს სხვა შვილის, იოსებ სტალინის მეთოდების ექოები სულ უფრო ხშირად ისმის, ხოლო სამართლიანობისა და დემოკრატიის ფასადი მსოფლიოს საქართველოს არასწორად წარუდგენს.

„საბჭოთა ერაში ჩემს თეატრალურ წარმოდგენებს ვიყენებდი უსამართლობის, ძალადობისა და ტირანიის წინააღმდეგ. დღეს სტატიებსა და გამოსვლებში მე ვცდილობ, გავუძლო ჩემი ქვეყნის სასტიკ პოლიციურ რეჟიმად ტრანსფორმაციას. ჩემი პოზიცია და წარმოდგენები ყოველთვის აღიზიანებდა ხელისუფლებას“, - აცხადებს სტურუა.

რეჟისორი აღნიშნავს, რომ ახლა ხელისუფლების მოთმინება ამოიწურა და ქსენოფობიის ბრალდებით რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან მოხსნეს.

„ეს რაღაც ირონიულია, რომ ხელისუფლებამ, რომელიც თავის პოლიტიკას სიძულვილზე, შიშსა და დაუსრულებელ ეთნიკურ ომებში რუსოფობიაზე ამყარებს, უნდა დამსაჯოს მე იმიტომ, რომ მე ჩვენი პრეზიდენტის ეთნიკური იდენტურობის ხსენება გავბედე. თუ მე მართლაც გადავუხვიე კანონს ან ეთიკას, მზად ვარ, პასუხი ვაგო ნებისმიერი დამოუკიდებელი სასამართლოს წინაშე, მაგრამ არა ეთნიკური ნაციონალისტების ავტორიტარული რეჟიმის წინაშე“, - აცხადებს რობერტ სტურუა.

იგი იმედს გამოთქვამს, რომ ხელოვნების მოღვაწეები, ინტელექტუალები და ნამდვილი ინტერნაციონალისტები ხმას აღიმაღლებენ საქართველოში თავისუფლების დათრგუნვის წინააღმდეგ.

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ნიკა რურუამ რობერტ სტურუა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან 9 აგვისტოს გაათავისუფლა. ამის მიზეზად მინისტრმა რეჟისორის ქსენოფობიური გამონათქვამები დაასახელა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები