კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პატიმარი რუდიკ ოვაკიმიანი ისევ სცემეს

21 ოქტომბერი, 2011

ქსნის #19 სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მყოფი პატიმარი რუდიკ ოვაკიმიანი ციხის ადმინისტრაციას ისევ ძალადობაში ადანაშაულებს.

19 ოქტომბერს პატიმარი რუდიკ ოვაკიმიანი მისმა ადვოკატმა, ადამიანის უფლებათა ცენტრის იურიდიული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ნინო ანდრიაშვილმა ინახულა. ადვოკატის თქმით, ოვაკიმიანს ფიზიკური ზეწოლის მრავალი ნიშანი აღენიშნებოდა.

როგორც პატიმარმა ადვოკატს განუმარტა, იგი სამედიცინო ნაწილში დაიბარეს, სადაც დაწესებულების ფსიქიატრმა განუცხადა, რომ აღარ ეკუთვნოდა ფსიკოტროპული წამლების - სონორექსისა და ოპტიმალის მიღება. პატიმარმა მას სთხოვა, აეხსნა მედიკამენტების შეწყვეტის მიზეზი. ექიმმა უპასუხა, რომ ამას მისი „შინაგანი რწმენით“ აკეთებდა და პატიმრის მხრიდან ზედმეტი კითხვების დასმა საჭირო არ იყო.

ნინო ანდრიაშვილმა პატიმარს ახსნა-განმარტება ჩამოართვა, სადაც ოვაკიმიანი წერს: „მე განვაცხადე, რომ ადვოკატის მეშვეობით გავარკვევდი, რამდენად სწორი იყო ფსიქიატრის დანიშნულება. ოთახიდან გამოსვლისას დაწესებულების ხელმძღვანელმა - ბაჩო როდონაიამ ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყენა სახეში, კერძოდ - მარჯვენა თვალთან, აგრეთვე - მარცხენა ქვედა კიდურზე. წიხლი მომხვდა აგრეთვე მარჯვენა გვერდში. თუმცა არ ვიცი, ვინ დამარტყა. ამის შემდეგ მე მაშინვე ჩამოვედი ქვემოთ და დავუკავშირდი ჩემს ადვოკატს, ნინო ანდრიაშვილს“.

ანდრიაშვილის თქმით, პატიმარს მუდმივად ემუქრებიან. ადვოკატთან საუბრისას მან განაცხადა, რომ ადმინისტრაციამ ურჩია, აღნიშნულ ფაქტზე საჩივარი არ დაეწერა, რაზეც პატიმარმა უარი განუცხადა. ამას მოჰყვა მუქარა: „რაც მოხდება შენს თავს დააბრალე“.

ნინო ანდრიაშვილმა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ დახმარების საკითხთა სამინისტროს და საქართველოს მთავარ პროკურატურას მიწერა წერილი და თან დაურთო რუდიკ ოვაკიმიანის ახსნა განამრტება. ადვოკატმა სისხლის სამართლის საქმის აღძრა და სათანადო რეაგირება მოითხოვა. ჯერჯერობით, წერილს რეაგირება არ მოჰყოლია.

პატიმარ რუდიკ ოვაკიმიანზე განხორციელებული ძალადობისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტები ნინო ანდრიაშვილმა ადრეც არაერთხელ გაახმაურა. ერთი თვის წინ თბილისის #8 სამკურნალო დაწესებულებაში მყოფ ოვაკიმიანს „მორგში გადაყვანით“ ემუქრებოდნენ.

 

მარიამ ხურციძე

ახალი ამბები