კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დიმიტრი ლორთქიფანიძე ხელისუფლებას პატიმრების წინააღმდეგ ახალი სადამსჯელო ტალღის დაწყებაში ადანაშაულებს

24 ოქტომბერი, 2011

ფრაქცია „ერთობა სამართლიანობის“ წევრი, დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე ხელისუფლებას პატიმრების წინააღმდეგ ახალი სადამსჯელო ტალღის დაწყებაში ადანაშაულებს.

როგორც 21 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ლორთქიფანიძემ განაცხადა, პარლამენტში შესულია „პატიმრობის შესახებ კოდექსში“ ცვლილებების ახალი ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, პატიმრებს სრულ იზოლაციას უმზადებენ.

მისი განმარტებით, დისციპლინარული გადაცდომის შემთხვევაში, პატიმრებს 3-3 თვით შეეზღუდებათ: სატელეფონო საუბრის უფლება, პირადი ხასიათის კორესპონდენციის მიღება, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული მაღაზიით სარგებლობის უფლება და ფულადი გზავნილის უფლება.

დიმიტრი ლორთქიფანიძემ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს მოუწოდა, ყურადღება მიაქციონ ამ საკითხს, საზოგადოებას კი ამ ფაქტის გამო "განგაშის ზარების დარისხვა" სთხოვა.

დეპუტატი დარწმუნებულია, რომ ამ ცვლილებების მომზადების საფუძველი, პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული პირების მიმართ ტერორი და გარე სამყაროსგან მათი სრული იზოლაციაა.

„პატიმრობის შესახებ კოდექსში“ ცვლილებების ავტორი სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროა, ხოლო ინიციატორები: პავლე კუბლაშვილი, კახა ანჯაფარიძე, ზვიად კუკავა და ანდრო ალავიძე.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები