კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

იუსტიციის სამინისტრომ სანდრო გირგვლიანის მამას თანხის გადარიცხვის შესახებ შეატყობინა

24 ოქტომბერი, 2011

იუსტიციის სამინისტრომ სანდრო გირგვლიანის მამას გურამ გირგვლიანს სტრასბურგის სამსამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის საბანკო ანგარიშზე გადარიცხვის შესახებ შეატყობინა.

როგორც „პირველს“ გირგვლიანის ოჯახის ადვოკატმა შალვა შავგულიძემ განუცხადა, იუსტიციის სამინისტროს ოფიციალური შეტყობინება 50 375 ევროს გადარიცხვის შესახებ მან უკვე მიიღო, თუმცა გადარიცხულია თუ არა თანხა რეალურად, ამ ეტაზე ვერ იტყვის, რადგან ბატონი გურამი ამ დროისთვის სვანეთში იმყოფება და საბანკო ანგარიში ჯერ არ შეუმოწმებია.

რაც შეეხება გირგვლიანის საქმის ხელახალ გამოძიებას, ადვოკატის შეფასებით, იუსტიციის სამინისტრომ პოზიცია შეარბილა.

„დაცვის მხარის კითხვაზე, თუ რა ქმედითი ღონისძიებების გატარებას გეგმავდა იგი გირგვლიანის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსასრულებლად, სამინისტრომ განაცხადა, რომ "აღნიშნული გადაწყვეტილების ეფექტურად აღსრულების მიზნით ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტთან ითანამშრომლებდა". საზოგადოებას გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის თინათინ ბურჯალიანის პოზიცია ახსოვს. იუსტიციის სამინისტრო მხოლოდ სტრასბურგის სასამართლოს მიერ მისთვის კომპენსაციის სახით თანხის გადახდის ვალდებულების დაკისრებას აღიარებდა, ევროპული კონვენციის დანარჩენი მუხლების დარღვევას კი, რაზეც ჩვენ ვდავობდით, ცალსახად არ ადასტურებდა. ის ორაზროვანი პასუხი კი, რომელიც ჩვენ ადეიშვილის უწყებიდან მივიღეთ, პოზიციის შერბილებაა. როგორც ჩანს, იუსტიციის სამინისტრო ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის პოზიციას ელოდება, რომელიც სტრასბურგის გადაწყვეტილების აღსრულების პროცესს აკვირდება და სწორედ ამიტომ დატოვა ეს საკითხი ღიად“, - განაცხადა ადვოკატმა.

დაცვის მხარემ გირგვლიანის განაჩენის სათანადოდ აღსრულების საკითხში ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტს ნდობა გამოუცხადა და მას შესაბამისი მიმართვაც გაუგზავნა.

„გვწამს, რომ საქართველოს ხელისუფლება ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ ხარვეზებს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის ზედამხედველობის ქვეშ გამოასწორებს. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს  ხელისუფლებამ სისხლის სამართლის მოცემულ საქმეზე ხელახალი გამოძიება უნდა ჩაატაროს, რათა გამოვლინდნენ როგორც შემსრულებლები, ისე დანაშაულის ორგანიზატორები. ამასთან, საქმის გამყალბებელ პროკურორებს პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ და საქმის განმხილველი სამივე ინსტანციის მოსამართლეების მიმართ სანქციები უნდა გატარდეს. ცნობისთვის, სწორედ ევროსაბჭოს კომიტეტის მიერ მიღებული რეზოლუციის საფუძველზე დაიწყო უკრაინაში ჟურნალისტ ღონღაძის მკვლელობის ხელახალი გამოძიება და იმედი გვაქვს, რომ მსგავსი ღონისძიებები ჩვენი ქვეყნის მიმართაც გატარდება“, - განაცხადა ადვოკატმა და დასძინა, რომ ამ კუთხით ვადები შეზღუდული არ არის და დაცვის მხარე მინისტრთა კაბინეტის პოზიციის გაჟღერებას ელოდება.

ცნობისთვის, სტრასბურგის განჩინების აღსრულების ვადა 26 ოქტომბერს იწურება.

შეგახსენებთ, რომ ოფიციალურმა თბილისმა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით გირგვლიანის ოჯახთან დავა წააგო. ევროსასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას დაზარალებული მხარისათვის 50 000 ევროს გადახდა დააკისრა.

გარდა ამისა, სასამართლო  განმარტავს, რომ ობიექტურობის კუთხით აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ძალოვანი უწყებების მიერ წარმოებული გამოძიება ეჭვებს ბადებს.

სტრასბურგის გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგ გირგვლიანის ოჯახს საქმის ხელმეორედ გამოძიების მოთხოვნის უფლება ენიჭება.

სანდრო გირგვლიანი 2005 წლის 27 იანვარს ოქროყანის ტყეში აწამეს, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა. დანაშაულში ეჭვმიტანილის სტატუსით კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის 4 თანამშრომელი - ალანია, ბიბილურიძე, ღაჭავა და აფციაური დააკავეს, რომელთაც 7-8 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მოგვიანებით მათ პრეზიდენტის შეწყალების შედეგად ჯერ სასჯელი გაუნახევრდათ, ხოლო შემდეგ ვადაზე ადრე გათავისუფლდნენ. სანდრო გირგვლიანის ოჯახი მკვლელობის დამკვეთებად შსს-ს მაღალჩინოსნებს ვასილ სანოძეს, დათა ახალაიას, ვასილ მელნიკოვს, გურამ დონაძეს, ასევე შს მინისტრ ვანო მერაბიშვილის მეუღლეს თაკო სალაყაიას ასახელებდა.

საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები