კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ახალი წიგნი საქართველოდან გადასახლებულ მესხებზე

24 ოქტომბერი, 2011

21 ოქტომბერს „შერატონ მეტეხი პალასში“ წიგნის - „მესხები: გზა შინისაკენ...“ პრეზენტაცია გაიმართა. წიგნის ავტორები არიან: გიორგი თარხან-მოურავი, ფორესტ კილიმნიკი და ტომ ტრიერი.

ავტორებმა წიგნი სამ ენაზე გამოსცეს: ქართულად, რუსულად და ინგლისურად. „მესხები: გზა შინისაკენ...“ სამ ნაწილადაა დაყოფილი და მოიცავს დეპორტირებულ ხალხთა ისტორიას, მათი სათვისტომოების დღევანდელ მდგომარეობას და ასევე - რეპატრიაციისა და ინტეგრაციის პრობლემებს. წიგნი მდიდარია ინფორმაციული ჩანართებით,  ცხრილებით, რუქებითა და ფოტოსურათებით.

წიგნის გამოსაცემად საჭირო კვლევები და მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდა პროგრამის - „1940-იან წლებში საქართველოდან დეპორტირებულ პირთა და მათი შთამომავლების რეპატრიაციის ხელშეწყობა“ ფარგლებში. აღნიშნულ პროგრამას ევროკავშირი აფინანსებს.

ტომ ტრიერი 2005 წლიდან საქართველოში მოღვაწეობს და ECMI-ის რეგიონალური წარმომადგენელია. მისი თქმით, ამ წიგნის გამოცემა მის ცხოვრებაში წარმატებული ნაბიჯია.

„მესხები: გზა შინისაკენ...“ წიგნის მაღაზიებში უკვე იყიდება და ყველა მსურველისთვის ხელმისაწვდომია.

მარიამ ხურციძე

ახალი ამბები