კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შსს „ქვების ენერგიას“ სწავლობს - მორიგი იერიში ივანიშვილის წინააღმდეგ

24 ოქტომბერი, 2011

ალექსი ბეჟანიშვილი

22 ოქტომბერს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოპოზიციონერი ბიზნესმენის, ბიძინა ივანიშვილის მოსკოვის ოფისის წარმომადგენელი ვალერი ლევინი დააკავეს. მას საქართველოში ის დოკუმენტაცია ჩამოჰქონდა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენლებმა რუსეთის საკონსულოსგან ოფიციალურად გამოითხოვეს.

ბიძინა ივანიშვილის პრეს-სამდივნოს ცნობით, ქართველმა სამართალდამცველებმა ლევინს გამოძიების დასრულებამდე საქართველოს დატოვება აუკრძალეს.

„ბიძინა ივანიშვილის მოსკოვის ოფისის წარმომადგენელი ვალერი ლევინი სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 22 ოქტომბერს დააკავეს და რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ გვიან ღამით გაათავისუფლეს. ლევინს  საქართველოში ის დოკუმენტაცია ჩამოჰქონდა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენლებმა რუსეთის საკონსულოსგან ოფიციალურად გამოითხოვეს. ცნობა საგადასახადო  და საცხოვრებელი ადგილიდან ივანიშვილის წარმომადგენლებს ბიზნესმენისთვის რუსეთის მოქალაქეობის შეწყვეტის პროცედურისთვის სჭირდებოდათ. აღნიშნული პროცედურა უკვე ორ კვირაზე მეტია, მიმდინარეობს და მთელ რიგ დოკუმენტების წარდგენას მოითხოვს, მაშინ როდესაც მიხეილ სააკაშვილმა ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა სულ რაღაც ერთ საათში შეუწყვიტა. ვალერი ლევინი საქართველოში სწორედ აღნიშნული დოკუმენტაციის საქართველოში დროულად ჩამოტანის მიზნით მოემგზავრებოდა. ამ დოკუმენტაციასთან ერთად ლევინს საქართველოში ჟურნალი „ქვების ენერგია“ მოჰქონდა. ჟურნალის რეალიზება რუსეთში, უკრაინასა და ყაზახეთში ხორციელდება და მისი საბაზრო ფასი ქართულ ვალუტაში დაახლოებით 10 ლარს შეადგენს. ყოველკვირეულ ჟურნალს თან მინერალური ქვები მოჰყვება.  ამ ქვებს ბიძინა ივანიშვილის 14 წლის ქალიშვილი გვანცა უკვე რამდენიმე წელია, აგროვებს და მის პირად კოლექციაში ათეულობით მსგავსი ქვა არის. როგორც კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ვალერი ლევინის ადვოკატ შალვა თადუმაძეს განუცხადეს, მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავების მიზეზი სწორედ ის ქვები გახდა, რომელიც ყოველკვირეულ ჟურნალ "ქვების ენერგიას" მოჰყვება, რადგან არსებობდა ოპერატიული ინფორმაცია, რომ ლევინს საქართველოში რადიოაქტიული ნივთიერებები შემოჰქონდა“, - აცხადებენ ივანიშვილის პრეს-სამდივნოში.

მინერალური ქვები, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მოსკოვის ოფისის წარმომადგენელმა ვალერი ლევინმა საქართველოში ჩამოიტანა, ექსპერტიზაზე გადაიგზავნა.

ვალერი ლევინის ადვოკატი შალვა თადუმაძე აცხადებს, რომ ლევინს საქართველოში დარჩენა შესაძლოა, 1-2 კვირა მოუწიოს.

„საქმე კურიოზთან გვაქვს. გამომძიებელს შევხვდი და როცა ვიკითხე, თუ რატომ მოხდა ვალერი ლევინის დაკავება, მიპასუხეს, რომ ჰქონდათ ინფორმაცია, თითქოს ლევინს მოსკოვიდან საქართველოში რადიოაქტიური ნივთიერება შემოჰქონდა. სინამდვილეში ლევინს ბიძინა ივანიშვილის 14 წლის გვანცასთვის ჟურნალი "ქვის ენერგია" მოჰქონდა, რომლის კოლექციასაც ბავშვი აგროვებს. ამ ჟურნალს კი ფერადი კრისტალები მოჰყვება, რაც ლევინს ამოუღეს“, - განუცხადა თადუმაძემ „პირველს“.

„კრისტალები ექსპერტიზაზე გადაიგზავნება. ექსპერტიზის პასუხი კი, სავარაუდოდ, ერთ ან ორ კვირაში გახდება ცნობილი. გამოძიების დასრულებამდე კი ლევინს ქვეყნიდან გასვლა აქვს აკრძალული“, - აღნიშნა ადვოკატმა.

ამასთან, მისივე განმარტებით, სისხლის სამართლის საქმე მხოლოდ ფაქტზეა აღძრული და თავად ლევინი არც ბრალდებულისა და არც მოწმის სტატუსით არ სარგებლობს.

„გამოძიება არა ლევინის წინააღმდეგ, არამედ კონსტიტუციური დეპარტამეტის ოპერატიულ ინფორმაციაზე დაყრდნობით არის აღძრული, თითქოს საქართველოში რადიაქტიული ნივთიერებების შემოტანა იგეგმებოდა. ლევინს საქართველოს ტერტორიის დატოვების უფლება ექსპერტიზის დასკვნამდე არ აქვს. ალბათ, იტყვიან, რომ  ეს ქვები არაორდინალური იყო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ დასკვნა ლევინის სასარგებლო იქნება, რადგან მას საქართველოს ტერიტორიაზე არანაირი რადიაქტიული ნივთიერებები არ შემოუტანია“,- განაცხადა თადუმაძემ.

ახალი ამბები