კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ფიროსმანის სახლ - მუზეუმის დირექტორი დედოფლისწყაროს საპატიო მოქალაქეების სიიდან ამოიღეს

25 ოქტომბერი, 2011

ნიკო ფიროსმანაშვილის სახლ-მუზეუმის დირექტორი ანზორ მაძღარაშვილი კახეთის საინფორმაციო ცენტრისთვის მიცემული კრიტიკული კომენტარის გამო დედოფლისწყაროს საპატიო მოქალაქეების სიიდან ამოიღეს.

21 ოქტომბერს, ანზორ მაძღარაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში განაცხადა, რომ საქართველო ფიროსმანის ღირსი არ არის.

„რამდენიმე წელია ფიროსმანის სახლ - მუზეუმთან მისასვლელი გზა დაზიანებულია. მუზეუმში შემოვლითი გზით დავდივართ, ტურისტები კი აღარ მოდიან. ფიროსმანი ერთლარიანზე იყო გამოსახული და ისიც კი ამოიღეს ხმარებიდან. საქართველო ფიროსმანის ღირსი არ არის“, - აღნიშნა ანზორ მაძღარაშვილმა.

დაზუსტებული ინფორმაციით, ადგილობრივ ხელისუფლებას ფიროსმანობისთვის, რომელიც 22 ოქტომბერს აღინიშნა, დედოფლისწყაროს საპატიო მოქალაქის სტატუსი ხუთი ადამიანისთვის უნდა მიენიჭებინა. 21 ოქტომბერს, საღამოს, ანზორ მაძღარაშვილი სიიდან ამოიღეს, დანარჩენი ოთხი კი საპატიო მოქალაქეებად გამოაცხადეს.

„მე არც ვიცოდი თუ სიიდან ამომიღეს და გულიც არ დამწყდება. რა პრობლემაა? რად მინდა საპატიო მოქალაქეობის მონიჭება, ისედაც მირზაანში ვცხოვრობ. დიდი მადლობა თქვენ, რომ კომენტარი გამომიქვეყნეთ და ძალიან კარგიც არის, თუ ვინმეს გულზე მოხვდა. მე ტყუილი არ მითქვამს. განა ლარიანი, რომელზეც ფიროსმანის პორტრეტი იყო გამოსახული, ხმარებიდან უნდა ამოეღოთ? კარგია თუ მართლა ამომიღეს იმ სიიდან“, - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ანზორ მაძღარაშვილმა.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ნიკოლოზ შანშიაშვილი ანზორ მაძღარაშვილის სიიდან ამოღების ფაქტს „არ ადასტურებს“. „მაქსიმუმ 5 პიროვნება უნდა დაგვეჯილდოვებინა და აქედან მხოლოდ 4 შეირჩა. ანზორ მაძღარაშვილი სიიდან არ ამოგვიღია“, - აღნიშნა გამგებელმა.

დედოფლისწყაროს საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭათ ქირურგ ბელა გოგიბერიძეს, GTZ პროექტის ხელმძღვანელს დიტერ მიულერს, მოჭიდავე ანზორ მარტყოფლიშვილს და PSP-ს სააფთიაქო ქსელის უფროსს გოჩა გოგილაშვილს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები