კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შსს აცხადებს, რომ ივანიშვილს „ოკულტური მინერალები და ლიტერატურა“ დაუბრუნა

25 ოქტომბერი, 2011

შინაგან საქმეთა სამინისტრო ოპოზიციონერი მაგნატის, ბიძინა ივანიშვილის მოსკოვის ოფისის წარმომადგენლის, ვალერი ლევინის ირგვლივ განვითარებულ მოვნელენთან დაკავშირებით ივანიშვილის პრეს-სამდივნოს მიერ გავრცელებულ განცხადებას  პასუხობს.

შსს-ს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

„ბიძინა ივანიშვილის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების საპასუხოდ შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ 22 ოქტომბერს რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ვალერი ლევინს საქართველოს საზღვრის გადმოკვეთისას უჩვეულო მინერალები და ბეჭდური მასალა აღმოაჩნდა. ლევინის განცხადებით, მოცემული მინერალები და ლიტერატურა ოკულტური დანიშნულების იყო და მომავლის განჭვრეტისათვის გამოიყენებოდა. აღნიშნული მინერალები ექსპერტიზაზე გადაიგზავნა. ჩატარებულმა ექსპერტიზამ ცხადყო, რომ მოცემული მინერალები ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიშროებას არ წარმოადგენს. ოკულტური მინერალები და ლიტერატურა ბიძინა ივანიშვილს დაუბრუნდა“,- ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.

საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები