კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„სახალხო კრება“ ხელისუფლებას მისი მხარდამჭერების დევნაში ადანაშაულებს

27 ოქტომბერი, 2011

„სახალხო კრება“ ხელისუფლებას მისი მხარდამჭერების დევნაში ადანაშაულებს.
„სახალხო კრების“ აღმასრულებელი საბჭოს განცხადებაში ნათქვამია, რომ ხელისუფლება „სახალხო კრების“ აქტივისტების მიმართ ტერორს აგრძელებს.

მათი ცნობით, 24 ოქტომბერს სასამართლომ „სახალხო კრების“ ერთ-ერთ აქტივისტს, ზურაბ ხუციშვილს, ვითომდა ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

კრების ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით სხვადასხვა ბრალდებით „სახალხო კრების“ 40-მდე მხარდამჭერია დაპატიმრებული, საიდანაც 22-ს სასამართლომ თავისუფლების აღმკვეთი ღონისძიებები უკვე შეუფარდა ხოლო დანარჩენები განაჩენის მოლოდინში არიან. მათზე ხორციელდებოდა და ხორციელდება უპრეცედენტო ზეწოლა, რათა ხელისუფლებამ მათთვის სასურველი აღიარებით ჩვენება მიიღოს.

„მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება მისთვის აპრობირებული ტერორისტული მეთოდებით ებრძვის „სახალხო კრებას“, რაც მის მხარდამჭერთა მასობრივ დაპატიმრებებში და კრების ქონების ჩამორთმევაში გამოიხატება, კრება აუცილებლად განახორციელებს მის მიერ გამოცხადებული პრინციპების რეალიზაციას და ქვეყანაში აუცილებლად განხორციელდება დემოკრატიული ცვლილებები.

ამასთან, „სახალხო კრება“ კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსს და ადამიანის უფლებადამცველ ორგანიზაციებს, მოახდინონ რეაგირება კრების მხარდამჭერთა მიმართ ხელისუფლების მიერ განხორციელებული ტერორის ფაქტებზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები