კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნატოსთვის მნიშვნელოვანი სიგნალი იქნება, როგორ ჩატარდება საქართველოში მომდევნო ორი არჩევნები

27 ოქტომბერი, 2011

ნატო-ს სპეციალური წარმომადგენლის სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაის განცხადებით, „საქართველოში მომდევნო ორ წელიწადში ორი მნიშვნელოვანი არჩევნები ტარდება და თუ როგორ ჩატარდება ეს არჩევნები, ნატო-სთვის მნიშვნელოვანი სიგნალი იქნება“.

ამის შესახებ აპატურაიმ 27 ოქტომბერს თბილისში სტუმრობის დროს განაცხადა.

„ბუქარესტის გადაწყვეტილება არ შეცვლილა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო და უკრაინა ამ ორგანიზაციის წევრები  გახდებიან, მაგრამ აქ მთავარია თავად ამ ქვეყნების ნება და ის, რომ მათ ნატო-ს სტანდარტები დააკმაყოფილონ. უკრაინის შემთხვევაში მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და ამ ეტაპზე ნატო-სკენ არ ისწრაფვის. ჩვენ პატივს ვცემთ მათ გადაწყვეტილებას. რაც შეეხება საქართველოს მთავრობას, ის ნატო-ს წევრობაზე მუშაობს, ამ შემთხვევაშიც ბუქარესტის გადაწყვეტილება ძალაში რჩება, მაგრამ აქ საქმე ეხება რეფორმებს, რომელმაც საქართველო ნატო-ს სტანდარტებს უნდა დაუახლოვოს. საუბარია როგორც პრაქტიკულ, ისე პოლიტიკურ ნაბიჯებზე. მომდევნო ორ წელიწადში ორი მნიშვნელოვანი არჩევნები მოდის და თუ როგორ ჩატარდება ეს არჩევნები, ჩვენთვის მნიშვნელოვანი სიგნალი იქნება. მე საქართველოში სწორედ ამ თემაზე ვისაუბრებ და განვიხილავ, როგორ მიმდინარეობს დემოკრატიური რეფორმები საქართველოში“, - განაცხადა აპატურაიამ.

საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები