კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბონის ბაზარში მაღაზიები დალუქეს

27 ოქტომბერი, 2011

ბათუმში, ე. წ. ბონის ბაზრის ტანსაცმლითა და სხვა საყოფაცხოვრებო საქონლით მოვაჭრეები საიჯარო ქირის გაზრდას აპროტესტებენ. მათი თქმით, ბაზრის ადმინისტრაციამ დაპირების მიუხედავად ქირა 50 ლარით მაინც გაუძვირა. გასულ თვეს კი მათ 70 ლარი გადაიხადეს.

ბაზრის ადმინისტრაციამ ქირის გადაუხდელობის გამო 22 მაღაზია ორი დღის წინ დალუქა. ბათუმის მერიისა და ბონის ბაზრის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, აგვისტოს თვიდან ბაზარში წერეთლის ქუჩის გარეოვაჭრეები შეიყვანეს. ამის შემდეგ ბაზრის ტანსაცმლის მოვაჭრეებს კლიენტები შეიმცირდათ. როგორც მოვაჭრეები ამბობენ, სწორედ ამიტომ ბაზრის ადმინისტრაციამ მათ საიჯარო ქირა 120 ლარიდან 70 ლარამდე შეუმცირათ. თუმცა, ცვლილება საიჯარო ხელშეკრულებებში არ დაფიქსირებულა. უკვე ორი თვის შემდეგ ბონის ბაზრის ადმინისტრაცია მათ ძველი ოდენობით გადასახადს სთხოვს.

 „დაცვას ვთხოვთ რომ ჩვენი საქონელი მოგვცენ, რაც დაგვილუქეს და ჩვენც გარეთ ვივაჭრებთ, მაგრამ არ გვიხსნიან სანამ თანხას არ გადავიხდით. ბაზრის ეზოში მსხდომ მოვაჭრეებს არანაირი გადასახადი არ აქვთ, მათ არც სალარო აპარატებს სთხოვენ. მათ გამო, კი ჩვენთან კლიენტთა ოდენობა შემცირდა და გადასახადსაც ძველი ოდენობით გვთხოვენ?“ - ამბობს გიული დიასამიძე, მოვაჭრე:

ბონის ბაზრის ადმინისტრაციაში კომენტარს არავინ აკეთებს.

მაკა მალაყმაძე, აჭარა

ახალი ამბები