კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მალხაზ გულაშვილი და მისი ვაჟი ქართველ სამართალდამცველებს საკუთარი ნებით ჩაბარდნენ

28 ოქტომბერი, 2011

„ჯორჯიან თაიმსის“ დამფუძნებელი მალხაზ გულაშვილი და მისი ვაჟი დავით გულაშვილი ქართველ სამართალდამცველებს საკუთარი ნებით ჩაბარდნენ. ამის შესახებ „პირველს“ გულაშვილის მეუღლემ ნანა გაგუამ განუცხადა.

მისივე თქმით, მალხაზ გულაშვილი საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას იმთავითვე აღიარებდა.

„ჩვენ თავიდანვე ვაღიარებდით, რომ საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებით შეცდომა მოგვივიდა. ჩვენ საქართველოში დაბრუნების დიდი სურვილი გვქონდა, მაგრამ იმის გამო, რომ ჩემი ვაჟი ჯერ კიდევ სკოლის მოწაფე გახლდათ, არ გვინდოდა, წელი ჩავარდნოდა. მან სწავლა ქართულ სკოლაში დაასრულა, შემდეგ კი სლოვაკეთის უნივერსიტეტის დიპლომატიური ფაკულტეტის პირველკურსელი გახდა. ამის შემდეგ კი ჩვენს ადვოკატთან თეო ფერაძესთან შევთანხმდით და მან განცხადება გააკეთა, რომ ჩვენ საქართველოში ვბრუნდებოდით. საზღვართან ადვოკატი დაგვხვდა, შემდეგ კი მალხაზი და ჩემი ვაჟი შესაბამისი იურიდიული წესების დაცვით დააკავეს. მინდა, ცალსახად განვაცხადო, რომ არანაირ ზეწოლას, არც ფსიქოლოგიურს და მითუმეტეს ფიზიკურს ადგილი არ ჰქონია. ყველაფერი ძალიან დემოკრატიულად და ცივილიზებულად მოხდა. ეხლა ჩემი შვილი სახლში მყავს და ეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია“,- განუცხადა „პირველს“ ნანა გაგუამ.

რაც შეეხება გენერალური პროკურატურის განცხადებას იმის შესახებ, რომ გულაშვილი ქართველი სამართალდამცველების მიერ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთასთან ერთად, ტელეკომპანია „კავკასიაში“ მომხდარი ინციდენტის გამოც იდევნებოდა, ნანა გაგუა განმარტავს, რომ „აღნიშნულ ინციდენტთან მალხაზ გულაშვილს არანაირი შეხება არ ჰქონია და ეს არც მის ბრალში ფიგურირებს“.

რაც შეეხება დავით გულაშვილს, მის მიმართ საგამოძიებო მოქმედებები ისევ გრძელდება და მას სასამართლოს წინაშე წარდგომა ისევ მოუწევს.

„ჩვენ გაცნობიერებული გვაქვს, რომ ჩემს ვაჟს სასამართლოს წინაშე წარდგომა მოუწევს და წარდგება კიდეც. რამდენიმე დღეში კი მისი საბუთების სლოვაკეთის უნივერსიტეტიდან საქართველოში გადმოტანის საკითხის მოგვარებას შევუდგებით, რათა ჩემმა ვაჟმა სწავლის გაგრძელება საქართველოში შეძლოს“,- განაცხადა მალხაზ გულაშვილის მეუღლემ.
 
შეგახსენებთ, რომ ქართველმა სამართალდამცველებმა მალხაზ გულაშვილი და მისი ვაჟი დავით გულაშვილი 25 ოქტომბერს აზერბაიჯან-საქართველოს სასაზღვრო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე აიყვანეს.

„მალხაზ გულაშვილმა დანაშაული სრულად აღიარა და გამოძიებასთან ითანამშრომლა, რის საფუძველზეც მასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა და სასჯელის სახით თავისუფლების 1 წლისა და 6 თვით აღკვეთა შეეფარდა. დავით გულაშვილის მიმართ კი აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო იქნა გამოყენებული და ის პატიმრობიდან გათავისუფლდა“,- ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ცნობისთვის, დავით გულაშვილს გამოძიება საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ედავება. 

საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები