კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ანქვაბი უფლებადამცველების კრიტიკას არ ეთანხმება

28 ოქტომბერი, 2011

აფხაზეთის არაღიარებული პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი Human Rights Watch წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება.

ანქვაბის განცხადებით, ის არ ეთანხმება იმ შენიშვნებს, რომელიც გალის რაიონში ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით აღნიშნულ უფლებადამცველ ორგანიზაციას აქვს.

„ძირითად შემთხვევაში უფლებადამცველი ორგანიზაციის შენიშვნები არაობიექტური ხასიათისაა. ამ დროისათვის კრიმინალური სიტუაცია გალის რაიონში, აფხაზეთის სხვა რეგიონებთან შედარებით, განსაკუთრებული დაძაბულობით არ გამოირჩევა“, - განაცხადა ანქვაბმა.

ანქვაბი ასევე არ დაეთანხმა, უფლებადამცველი ორგანიზაციის დასკვნას იმის შესახებ, რომ გალის რაიონში აფხაზური პასპორტების გაცემის პროცესი დისკრიმინაციულ ხასიათს ატარებს.

შეხვედრაზე გალის რაიონში ჯანდაცვის მდგომარეობის შესახებაც ისაუბრეს.

ანქვაბის განცხადებით, გალის რაიონში მდებარე საავადმყოფოებს იმდენივე ყურადღება ეთმობა, როგორც ქვეყნაში არსებულ სხვა სამედიცინო დაწესებულებებს.

შეხვედრაზე აფხაზეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია გალის რაიონში არსებული სიტუაციის შესახებ, არასარწმუნო ინფორმაციას იღებს.

შეგახსენებთ, რომ უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Human Rights Watch გალის რაიონში მონიტორინგი 2011 წლის ივლისში ჩაატარა.

მედიანიუსი

ორიგინალი

ახალი ამბები