კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ზედამხედველობის სამსახური „ქართუ ჯგუფს“ „როსტომ მეფის სასახლეში“ მუშაობის გაგრძელების საშუალებას არ აძლევს

28 ოქტომბერი, 2011

საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ოპოზიციონერი მაგნატის ბიძინა ივანიშვილის პრეს-სამდივნოს განცხადებით, ზედამხედველობის სამსახური „ქართუ ჯგუფს“ თბილისში ერეკლე მეფის მოედანზე, „როსტომ მეფის სასახლეში“ მუშაობის გაგრძელების საშუალებას არ აძლევს.

„ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები როსტომ მეფის სასახლეში 26 ოქტომბერს გვიან ღამით მივიდნენ, სამუშაოების დაუყოვნებლივ შეწყვეტა მოითხოვეს და თანამშრომლებს ტერიტორია დაატოვებინეს. მიზეზად ზედამხედველობის სამსახურში არასწორად წარმოებული სამუშაოები დასახელდა. მათ „ქართუ ჯგუფს“ 4000 ლარის ოდენობის ჯარიმა და ხარვეზების 20 კალენდარულ დღეში აღმოფხვრა დაავალეს, თუმცა თანამშრომლებს შენობაში შესვლის საშუალებას ამ დრომდე არ აძლევენ. „ქართუ ჯგუფმა“ როსტომ მეფის სასახლის გარე სამუშაოების წარმოება 2011 წლის აგვისტოში დაასრულა, 1 სექტემბერს კი დედაქალაქის მერიას მიმართა და ობიექტის შემოწმება სთხოვა, რათა შემდგომ შენობის ექსპლუატაციაში შესვლა მომხდარიყო. კანონით, ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები როსტომ მეფის სასახლეში 13 ოქტომბრამდე უნდა მისულიყვნენ. თუმცა სამსახურის 10-მდე თანამშრომელი ერეკლე მეფის მოედანზე მხოლოდ 26 ოქტომბერს გამოცხადდა და მუშებს მშენებლობის შეწყვეტა მოსთხოვა“, – აცხადებენ ბიძინა ივანიშვილის პრეს-სამდივნოში.

მისივე ინფორმაციით, „ქართუ ჯგუფს“ პრობლემა ერეკლეს მოედანზე მდებარე 3000 კვ. მ მიწის ფართობზეც შეექმნა: „ეს ფართობი „ქართუ ჯგუფმა“ სახელმწიფოსგან 2010 წელს 59 წლის ვადით შეისყიდა და იქ მიწისქვეშა ავტოფარეხის გაკეთებას გეგმავდა. ავტოფარეხის მშენებლობაზე დედაქალაქის მერიისგან წინასწარი ნებართვაც არსებობდა. გვირაბის მშენებლობა 2010 წლის 26 მაისისთვის დასრულდა და იქ მხოლოდ მოსაპირკეთებელი სამუშაოები იყო დარჩენილი. დედაქალაქის მერიამ ყველანაირი გაფრთხილების გარეშე "ქართუ ჯგუფს" მიწის ნაკვეთი და მიწისქვეშა ავტოსადგომი, რომელიც 100 მანქანაზე იყო გათვლილი, ჩამოართვა“.

ივანიშვილის პრეს-სამდივნო „ქართუ ბანკში“ არსებულ მდგომარეობასაც გამოეხმაურა: „მიუხედავად ბანკისთვის წართმეული დიდი ოდენობის თანხისა, მას საქართველოს საბანკო სისტემაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ლიკვიდობის დონე აქვს“.

„მიუხედავად 18 ოქტომბერს „საქართველოს ბანკის“ ტერიტორიაზე სამართალდამცველი ორგანოების მიერ  საზოგადოებისათვის საშიში ფორმით განხორციელებული სპეცოპერაციის დროს ბანკისთვის აბსოლუტურად უსაფუძვლოდ წართმეული დიდი ოდენობის ფულადი სახსრებისა, ჩვენ ფინანსურ პრობლემებს არ განვიცდით. უფრო მეტიც, დღეისათვის საქართველოს საბანკო სისტემაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ლიკვიდობის დონე გვაქვს. ბანკის პრობლემა სწორედ ისაა, რომ მისდამი საქართველოს ხელისუფლების თუ ეროვნული ბანკის დღევანდელ დამოკიდებულებაში გადამწყვეტი პოლიტიკური ფაქტორია და ჩვენი დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ პოლიტიკური ანგარიშსწორების ვექტორი მნიშვნელოვნად ბანკისკენ არის მიმართული. აღნიშნულს პირდაპირ ბანკის ინკასაციის მანქანაზე ფულის გათეთრების აღკვეთის მოტივით განხორციელებული თავდასხმა ადასტურებს. აღსანიშნავია, რომ ხელისუფლებისადმი ლოიალური „საქართველოს ბანკის“ პასუხისმგებლობის საკითხი, საიდანაც ვითომ „შავი“ ფულის ტრანპორტირებას ვახდენდით, ეჭვქვეშ ერთი წამითაც არ დამდგარა. მხოლოდ პოლიტიკური მოტივით შეიძლება აიხსნას ამ საკითხზე საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებებიც. თუმცა, ცხადზე ცხადია, რომ მსოფლიოს წამყვანი ბანკების მეშვეობით გატარებული ოპერაცია არ შეიძლება, საქართველოში ფულის გათეთრების მცდელობად დაკვალიფიცირდეს და გნებავთ „ბანკ ქართუში“ მყისიერად დაწყებული შემოწმება, რომელიც აბსოლუტურად უსაფუძვლოდ, ფაქტობრივად, დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმში ფუნქციონირებს და დღემდე არ აკეთებს დასკვნას  ფულის გათეთრების ესოდენ გახმაურებულ ოპერაციაზე. პარალელურად ბანკის კლიენტებზე სერიოზული ზეწოლა ხორციელდება, რათა მათ ანგარიშები  და  ფულადი სახსრები სხვა ბანკებში და ვფიქრობთ, თავად კომერციულ ბანკებზე გადაიტანონ, რომელთაც აშკარად შეცვალეს დამოკიდებულება „ბანკი ქართუს“ მიმართ“, - ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის პრეს-სამდივნოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ბანკ ქართუს“ ხელმძღვანელობა ბანკსა და მის კლიენტებზე პოლიტიკურად მოტივირებული ზეწოლის შეწყვეტას კატეგორიულად მოითხოვს: „დაგვიბრუნდეს უსაფუძვლოდ ჩამორთმეული  ჩვენი კუთვნილი თანხები  და მშვიდად და სტაბილურად ფუნქციონირების შესაძლებლობა მოგვეცეს, რაც სახელმწიფოსა და პირველ რიგში საქართველოს ეროვნული  ბანკის წმინდათა წმინდა მოვალეობაა“.

ახალი ამბები