კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კლიპი პლაგიატია

28 ოქტომბერი, 2011

რუსულმა სააგენტომ „სიბნოვისტიმ“ ერთი დღის განმავლობაში რუსი ბლოგერების 10 ყველაზე პოპულარული პოსტი გამოავლინა და მათ შორის მეოთხე პოზიციაზე ქართული ვიდეორგოლის შემცველი პოსტი გაიყვანა.

ბლოგერი drugoi საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებულ ვიდეორგოლზე აკეთებს აქცენტს, რომელიც რამდენიმე დღეა ეთერში გამოჩნდა. კლიპში მოსახლეობა ავღანეთში მომსახურე ქართველ ჯარისკაცებს მადლობას უხდის. პოსტი სახელწოდებით Thank You по-грузински იუწყება, რომ ქართველი ჯარისკაცების პრომო-ვიდეო რამდენიმე წლის წინანდელი ამერიკული კლიპის აბსოლუტური ასლია.

„რამდენიმე წლის წინ ამერიკულმა ლუდის მწარმოებელმა კომპანიამ Anheuser-Busch-მა აშშ-ის არმიის მხარდასაჭერად შესანიშნავი ვიდეო-რგოლი მოამზადა. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელიც ამერიკელებს ყველაფერში დიდი მონდომებით ბაძავს, საკუთარ კლიპს გვთავაზობს“, - იუწყება პოსტი და მომხმარებელს შესადარებლად ორივე ვიდეო-რგოლს სთავაზობს.

რუსი ბლოგერის პოსტზე ერთ დღეში კომენტარი 900-მა ადამიანმა დატოვა. უმეტესობა ირონიული შინაარსისაა, თუმცა ზოგიერთი მომხმარებელი მსოფლიოს უძლიერესი სახელმწიფოს მიბაძვაში ცუდს ვერაფერს ხედავს.

პალიტრა.ტვ

ვიდეო

ახალი ამბები